Home » მთავარი » ცესკო-ს განცხადების საფუძველზე გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო

ცესკო-ს განცხადების საფუძველზე გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადების საფუძველზე, სადაც ახალქალაქის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე განხორციელებულ მუქარაზე იყო საუბარი, შსს-მ გამოძიება დაიწყო. 

შსს-ს ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულისხმობს.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერი განმარტავს, პარლამენტის ყოფილი წევრი სამუელ პეტროსიანი და მისი შვილი გიორგი პეტროსიანი, ჰასკიმ მარანგოზიანს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

ანა მიქელაძის განმარტებით, პეტროსიანების მხრიდან მუქარა კომისიის თავმჯდომარეზე არაერთხელ განხორციელებულა, ამიტომ ცესკო არჩევნებში მონაწილე მხარეებს მიმართავს, თავი შეიკავონ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში უხეში ჩარევისა და უკანონო ქმედების განხორციელებისგან.

 

Facebook Comments
x

Check Also

გახარია პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა

დღეს, გიორგი გახარია საქართველოს პარლამენტში საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. პარლამენტთან “შეცვალეს”  წევრების აქცია მიმდინარეობა. -გვახსოვს ...