Home » მთავარი » ცვლილება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესში-არასამთავრობოების პროტესტი

ცვლილება საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესში-არასამთავრობოების პროტესტი

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან საქართველოს პარლამენტში 5 ივნისს დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომელიც, სხვა ცვლილებებთან ერთად, ითვალისწინებს ცვლილების შეტანას საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესში.

შემოთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე, ნაცვლად დღეს არსებული წესისა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა დამოკიდებულია პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზე. არსებული წესისგან განსხვავებით, აღნიშნული ცვლილებებით პარტიას ერთზე მეტი წევრის დანიშვნის უფლებაექნება საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც, თავის მხრივ, ვერ უზრუნველყოფს მრავალპარტიულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. მაგალითად, თუ დღეს მოქმედი წესის თანახმად, პარტიების მიერ დანიშნული შვიდი წევრიდანქართულ ოცნებასმხოლოდ ერთი წევრი ჰყავს, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას ოთხი წევრი ეყოლება. ცვლილება მმართველი გუნდის დეპუტატების მიერ არის მომზადებული და, პროექტის მიხედვით, ის ძალაში 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შევა.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში საუბარია იმაზე, რომ აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს საარჩევნო ადმინისტრაციის, როგორც სტაბილური ინსტიტუციის, საქმიანობის გაუმჯობესებას. თუმცა, რეალურად იგი მეტად პრობლემურია როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ სანდოობის შენარჩუნების კუთხით, ისე პოლიტიკურ ძალებს შორის თანასწორი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ვინაიდან ის ცალსახად ემსახურება საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის პოზიციების განმტკიცებას. აღსანიშნავია ისიც, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ექსპერტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე, დიდი ხანია საუბრობენ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილებების საჭიროებაზე, რათა ეს მნიშვნელოვანი ინსტიტუტი მეტად იყოს დაცული არასათანადო პოლიტიკური გავლენებისაგან და დაეფუძნოს წევრთა პროფესიულ კომპეტენციასა და დამოუკიდებლობას.[1] ნაცვლად აღნიშნული საჭირო მიმართულებებით ძირეული რეფორმირების განხორციელებისა, რასაც საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესი საჭიროებს, შემოთავაზებული ცვლილებით მოხდება ამინსტიტუციის კიდევ უფრო მეტად პოლიტიზირება, ვინაიდან ახალი წესი გამოიწვევს, სხვა პარტიებთან შედარებით, მმართველი პარტიის დომინირებულ მდგომარეობას საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე. გასათვალისწინებელია, რომ პროფესიული წევრების შერჩევაში მონაწილეობენ ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციები. შესაბამისად, პროფესიული წევრების შერჩევის დროს იქმნება იმის რისკი, რომ დაინიშნოს მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურად განწყობილი ხალხი, იმ პირობებში, როდესაც „ქართული ოცნება“ სხვა პარტიებთან შედარებით უფრო მეტი წევრით იქნება წარმოდგენილი. ამიტომ, დაბალანსებისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ წევრების დანიშვნის შესაძლებლობა ჰქონდეს რაც შეიძლება მეტ პოლიტიკურ პარტიას და მმართველი პარტია არ იყოს „უმრავლესობით“ წარმოდგენილი.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუჭიროს მხარი აღნიშნულ ცვლილებას. ნაცვლად ამისა, უნდა განხორციელდესსაარჩევნო ადმინისტრაციის ძირეული რეფორმა და საარჩევნო ადმინისტრაციის ზემდგომი ორგანოები (ცესკო, ოლქი) მხოლოდპროფესიული ნიშნით დაკომპლექტდეს აპოლიტიკური და დამოუკიდებელი წევრებით. გვაქვს ერთობლივი დეტალური რეკომენდაციები და მზად ვართ ვითანამშრომლოთ პარლამენტთან საარჩევნო ადმინისტრაციის რეალურ და ძირეულ რეფორმაზე.

გარდამავალ ეტაპზე კი მიგვაჩნია, რომ:

  • საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი არჩევნების შედეგებზე უნდა იყოს მიბმული, თუმცა არა მსგავსი გაუმართლებელი ფორმით: ერთ პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის უფლება უნდა ჰქონდეს და არა რამდენიმე წევრის, როგორც ეს შემოთავაზებული ცვლილებით არის წარმოდგენილი.
  • ამასთან, უნდა გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კომისიისწევრთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების მარეგულირებელინორმატიული ბაზის გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზნით,რათა საარჩევნო კომისიების მსურველ პირთა შორის უზრუნველყოფილი იყოს საუკეთესო კანდიდატების გამოვლენა.

განცხადებას ხელს აწერენ:

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო

Facebook Comments
x

Check Also

იგივე ჩვენთანაც რომ არ განმეორდეს! – საზოგადოების მიმართვა ივანიშვილს

საზოგადოების მიმართვა ბიძინა ივანიშვილს პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს! – ბატონო ბიძინა, მოგახსენებთ, ...