Home » მთავარი » ცვლილებები თბილისის საკრებულოში

ცვლილებები თბილისის საკრებულოში

2016 წლის 16 აგვისტოს პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყდათ მაჟორიტარული სისტემით არჩეულ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს: ნინო გოგუაძეს, ირაკლი აბუსერიძეს და ბექა ნაცვლიშვილს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი მომართვის თანახმად, შუალედურ არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატები იკავებენ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული გამოკლებული წევრების ადგილებს საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით. შესაბამისად, დეპუტატებმა კრწანისის რაიონში ქეთევან მამულაშვილის, გლდანის რაიონში გულია გოცირიძის და ისნის რაიონში ირაკლი ქადაგიძის კანდიდატურების უფლებამოსილების მინიჭების საკითხს დაუჭირეს მხარი.

მმართველი გუნდის გარდა, საკრებულოს წევრებში ცვლილება მოხდება ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენლებს შორისაც. პროცედურის მიხედვით, ირაკლი აბესაძეს, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა, სიის მომდევნო ნომერი შეცვლის.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...