Home » მთავარი » ცვლილებები მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამაში

ცვლილებები მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამაში

11292710_380535598819296_878405769_n-700x336  ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი  განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, 1 ივლისიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აფართოებს ბენეფიციართა მომსახურების არეალს, რის გამოც მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამის განხორციელებაში გარკვეული ცვლილებები შევიდა. თუმცა, როგორც ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული,  ბენეფიციარების მედიკამენტით უზრუნველყოფის პროცესი არ შეფერხდება.

„ამ ცვლილებით არც ერთი ბენეფიციარის მედიკამენტით უზრუნველყოფის პროცესი არ შეფერხდება, უფრო მეტიც, მომსახურება მათთვის გახდება უფრო კომფორტული და ხელმისაწვდომი. გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანია, ბენეფიციარებისთვის უკეთესი პირობების შექმნა. მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამისთვის გათვალისწინებული საბიუჯეტო სახსრები, რომლის თითქმის ნახევარი მიემართებოდა ქვეკონტრაქტორ ორგანიზაციაზე და მეტი წილი ნაწილდებოდა ააიპ „ურანტის“ ადმინისტრაციულ ხარჯზე, 1 ივლისიდან სრულად მოხმარდება ბენეფიციარების სერვისების გაუმჯობესებას. ასევე პროგრამის განხორცილებაში ჩართულ „ურანტის“ყველა თანამშრომელს, ცენტრი სთავაზობს იმავე საქმიანობის გაგრძელებას ახალ განყოფილებებში“,-ნათქვამია ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის  განცხადებაში.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...