Home » ეკონომიკა » ცვლილებები-მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელი

ცვლილებები-მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელი

2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელი, რომლის შემოღების მიზანია გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება, ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

ძირითად სიახლეს წარმოადგენს საწარმოთა მოგების დაბეგვრის გადავადება იმ დრომდე, სანამ არ მოხდება მოგების განაწილება. აღნიშნული გაზრდის კომპანიების წვდომას ფულად სახსრებზე და წაახალისებს მიღებული მოგების რეინვესტირებას იმავე ან ახალ საქმიანობაში.

მოგების გადასახადის 15 პროცენტიანი განაკვეთი უცვლელი რჩება, თუმცა, ტექნიკურად, გადასახადი დაანგარიშდება დასაბეგრი განაცემის თანხიდან 15/85 განაკვეთის გამოყენებით. ამასთან, მოგების გადასახადით დაბეგვრა და გადახდა ყოველწლიური პრინციპის ნაცვლად,  მოხდება ყოველთვიურად, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ლინკზე

http://balance.ge/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/

დაბეგვრის ახალი მოდელი ეხება ყველა საწარმოს, გარდა კომერციული ბანკებისა, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა, საკრედიტო კავშირებისა, ლომბარდებისა, ნავთობისა და გაზის ოპერაციებით მოგების მიმღები საწარმოებისა და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი ტოტალიზატორებისა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. მარინა ეზუგბაია -8 ახალი კოვიდინფიცირებიდან, ...