Home » მთავარი » ცნობილია რამდენი ტონა ყურძენია გადამუშავებული ამ დროისთვის კახეთში

ცნობილია რამდენი ტონა ყურძენია გადამუშავებული ამ დროისთვის კახეთში

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 21 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთში 101 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული.

უწყების ცნობით, გადამუშავებული ყურძნიდან 65 ათასი ტონა რქაწითელი, 28 ათასი ტონა  – საფერავი, 3 ათასი ტონა – კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ღვინის მარნებს ყურძენი 11 ათასმა მევენახემ ჩააბარა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კახეთში ყურძნის ყოველდღიური გადამუშავების მოცულობა 10-11 ათას ტონას აღწევს.

 

Facebook Comments
x

Check Also

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა

საქართველოში ხელოვნური ინტელექტის ბიზნეს ასოციაცია შეიქმნა, რომლის პრეზენტაციაზეც, გიორგი ჩახნაშვილმა საქართველოში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პირველი ...