Home » F-vews » “ცოდვის ტრიალი იყო… სასწრაფო დახმარების 17 მანქანა კიდევ მოვიდა!..

“ცოდვის ტრიალი იყო… სასწრაფო დახმარების 17 მანქანა კიდევ მოვიდა!..

F-news

ნინო ოთარაშვილი – დანელიასი

-”წუხანდელი ღამე იყო კოშმარი: მწვავე დიარეა, მაღალი სიცხე, თავისა და ყელის ტკივილი, ცხვირის გაჭედვა და ღებინება, აი ამ პრობლემებით დამხვდნენ ჩემი შვილები ქობულეთში. საავადმყოფო, სადაც თითქმის 5 საათი გავატარეთ, გადაჭედილი იყო მსგავსი ჩივილების მქონე ბავშვებითა და მოზარდებით, ჩვენს იქ ყოფნაში 17 სასწრაფო დახმარების მანქანა კიდევ მოვიდა. საკუთარ საქმეზე შემოსულ ინფექციონისტს სულზე მივუსწარით, თორემ ბათუმში გვამისამართებდნენ, ადგილზე არ ყავდათ ყელ-ყურის ექიმიც, მოკლედ, ცოდვის ტრიალი იყო, აქეთ გამწარებული ბავშვებისა და მათი მშობლების მოთქმა-ტირილი, იქით გადასავათებული მორიგე ექიმებისა და ექთნების წუხილი საკუთარ უმწეობაზე, რომ დაფინანსება და სისტემა აქვთ ქაჯური… სამწუხაროდ, ქობულეთი დასასვენებელი ადგილი კი არა, სიბინძურისა და ინფერქციის ბუდეა!

გულსატკენია, ჩვენი თუ სხვისი გულგრილობისა თუ დაუდევრობის გამო დასვენება განსაცდელებად რომ გვექცა ადამიანებს”.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

დიდი კომპანიების რეკლამებს ვხედავთ, როგორ ეხმარებიან, არადა სხვები უფრო მეტს აკეთებენ…

სამოქალაქო აქტივისტი, ნანა ბაგალიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: ”წნორელ მეწარმეს, ავთო ტუხაშვილს დავურეკე 500 კილოგრამი ფქვილის ...