Home » ექსკლუზივი » „ცოცხალი ვარ, ყველანი მიყვარხართ და მენატრებით“ – სოსო ოსორაულის წერილი

„ცოცხალი ვარ, ყველანი მიყვარხართ და მენატრებით“ – სოსო ოსორაულის წერილი

შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერმა , არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა სახლის” სამხედრო მიმართულებათა საკითხების განყოფილების უფროსმა დავით ნემსაძემ დღეს კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის წერილი

წერილში წერია:

 

  1. იოსებ ოსორაული – საქართველოს მოქალაქე.
  2. საქართველოს რესპუბლიკა, აეროპორტის დასახლება,, კორპუსი #134. ნიბა # 30.
  3. კონრტაკტი არ ვიცი, ალბათ კინშასაშია, გთხოვთ იქ გაარკვიოთ.
  4. ცოცხალი ვარ. საკონტაქტო პირი მეუღლე. ოსორაული ნინო. ტელეფონი არ მახსოვს.
  5. ყველანი ძალიან მიყვარხართ და მენატრებით. მაპატიეთ ყველაფერი.

მოგვაწოდა და გვითხრა, რომ სახელმწიფო სამსახურები, კერძოდ სუსი და პრემიერ მინისტრის აპარატი  ყველაფერს აკეთებს პოლკოვნიკი ოსორაულის ადგილსამყოფელის დასადგენად და გადასარჩენად.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში სამოქალაქო ,,მუშა ჯგუფი” შესთავაზებს ,,გზის რუქას” და მთელი საზოგადოება (სამხედრო ექსპერტები, დიპლომატიური კორპუსის ყოფილი თანამშრომლები და თადარიგის ოფიცერთა კორპუსი) მიესალმებიან მთავრობის ასეთ გააქტიურებას და მზად არიან დაუდგნენ გვერდში პოლკოვნიკ სოსო ოსოაულის გადასარჩენად.

შეგახსენებთ, რომ  რამდენიმე დღის წინ ნემსაძემ ოსურაულის თვითმფრინავის უკანასკნელი ფოტო გაასაჯაროვა და ე.წ. „გზის რუქაზეც“ ვრცლად ისაუბრა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%9d-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%94-%e1%83%ac-%e1%83%92%e1%83%96/

Facebook Comments
x

Check Also

„სიცოცხლის გადარჩენისთვის“ – თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. ირაკლი ღარიბაშვილმა ...