Home » მთავარი » „ცოცხალი კაცი მკვდრად არ უნდა გაასაღოთ!“ – პასუხი საგარეო უწყებას

„ცოცხალი კაცი მკვდრად არ უნდა გაასაღოთ!“ – პასუხი საგარეო უწყებას

კონგოში დაკავებული სამხედრო მფრინავის შესაძლო გარდაცვალების ინფორმაცია ამ დილით საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. ბრიფინგი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ ჩაატარა, მას გვერდით მფრინავის ძმა ედგა, სწორედ ამ ბრიფინგზე განაცხადა გონაძემ რომ სოსო ოსურაული სავარაუდოდ დაიღუპა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%96%e1%83%95%e1%83%98%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%a1%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9d-%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a3/

ამის შემდეგ ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციაზე ქართველი მფრინავის ახლობლები საგარეო უწყებას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ ოსორაულის შესაძლო დაღუპვის შესახებ ცნობა, უწყებამ დღევანდელ აქციას საგანგებოდ დაამთხვია.

შეკრებილებმა საქართველოს მთავრობის სახელზე სპეციალური მიმართვა შეიმუშავეს. ისინი მფრინავის საქმის დროულ შესწავლას ითხოვენ.

საგარეო უწყების განცხადებას ეხმიანება თადარიგირ ოფიცერი დავით ნემსაძე და სამინისტროს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

-საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვუწოდებ თავი შეიკაონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან! ვერიდები კრიტიკას, არ მინდა სულ ნეგატიურად ვისაუბრო, მაგრამ ასეთ სისულელეს რომ მოისმენ რა ღირსებით უნდა ჩაიგუბო პირში წყალი? ,,როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ზვიად გონაძემ განაცხადა, სოსო ოსურაული სავარაუდოდ დაიღუპა“ გადაეცით ბატონ ზვიადს, ნუთუ ესაა ის რისი თქმაც შეძელით ამ ხნის განმავლობაში ქართველი ერისთვის? პოლკოვნიკი სოსო ოსორაულის სიცოცხლეზე ვარაუდების გამოთქმა ჩემი ქვეყნის იმიჯს აკნინებს, ის უბრალო მოკვდავი არაა, ის ჩემი ქვეყნის დამსახურებული მოქალაქეა, რომელიც ხიდაშელის და იზორიას მანკიერი რეფორმების მსხვერპლია, საერთოდ ქართული უსაფრთხოება არის პორტირებული, ნაცების მსხვერპლი, სოსო კი პატრიოტია. მან 2008 წლის ომის დროს მეორე ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი ალყიდან იხსნა!

ბატონი ზვიად გონგაძის განცხადებაში ნათქვამია, რომ რამოდენიმე დღის წინ იყო შეტაკებები კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რა დროსაც სავარაუდოდ თადარიგის პოლკოვნიკი სოსო ოსორაულიც დაიღუპა. ბატონო ზვიად, თუ მართლა ასე იყო, სად იყავით რამოდენიმე დღის წინ, როცა ეს შეტაკებები მოხდა, რაღა მაინდამაინც ალვანში გამართულ აქციას დაასწარით თქვენი უაზრო პრესკონფერენცია?

სოსო ოსორაული საბედნიეროდ არის ცოცხალი, ჯანმრთელი და მას რომ რამე მოუვიდეს თქვენ ამას ხალხი არ გაპატიებთ. თქვენს მიერ პოლკოვნიკი ოსორაულის გარდაცვლილად გასაღების მცდელობა არ მინდა ჩავთვალო ამ საქმიდან პილატესეულ ხელისბანად, რომელიც შესაძლოა უმოქმედობით გააგრძელოთ და თქვათ, აი ხომ ვთქვით გარდაიცვალაო.

 რეალურად კი იყო ასე-კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აჯანყებულების მიმართ იქაურმა სახელისუფლებო ძალებმა დაიწყეს საბრძოლო ღონისძიებები, აღმოჩნდა ისე რომ მათმა დაზვერვამ ეს გაიგო და სოსო როგორც ძვირფასი ,,განძი“ თან წაიყვანეს, გახიზვნის პროცესში ასე რომ ის სრულიად უვნებელია მე ვიცი ეს საჭირო ხალხიდან და ჩემი ინფორმაცია სრულიად სანდოა, როგორც აქამდე იყო ისე. საგარეო საქმეთა სამინისტრო უდაოდ მუშაობს, ამ საკითხზე მას აქვს პოლკოვნიკ სოსო ოსორაულის ვიდეომიმართვა, წერილები და სხვა ძვირფასი ინფორმაცია სამოქალაქო სექტორმა და უშუალოდ ჩემმა ორგანიზაციამ საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთავაზა ამ საქმეში ჩვენი საექსპერტო წრეების ჩართვა, ყოფილი დიპლომატიური კორპუსის თამანშრომლების პირადი საერთაშორისო კონტაქტების გამოყენება, მაგრამ ეს უწყება დილეტანტურად გადგა გვერდზე და უარყო ჩვენი წინადადბა, ნაცვლად იმისა, რომ ერთობლივი ძალებით რამე გვექნა, ბატონი ზვიად გონგაძის უაზრო კომენტარის გარდა მე მათგან ღირებული ვერაფერი ვერ მოვისმინე.

P.S. მე თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე მოუწოდებ ყველა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას არც კი ეცადოთ პოლკოვნიკი სოსო ოსორაულის საქმე თქვენ პიარზე მიიწებოთ (ნაცებზე ამ დამნაშავეებზე საერთოდ საუბარი არ მსურს). პოლკოვნიკი სოსო ოსორაულის საქმე არის ჩვენი, თადარიგის ოფიცრების ღირსების საქმე. თუ საქმეს დასჭირდა და საგარეო უწყებამ ასე გააგრძელა, კონგოში ჩავალთ და მისი გამოხსნის ოპერაციაში პირადად მივიღებთ მონაწილეობას (ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს თავებს მისი სიცოცხლის გადასარჩენად). ბატონო ზვიად სიტყვას დიდი ძალა აქვს და სწორად უნდა გამოიყენოთ, თქვენი განცხადების შემდეგ რომ პოლკოვნიკი სოსო ოსორაული მკვდარი იყო ის ქართველმა ქალებმა ცრემლით დაიტირეს, ცოცხალი კაცი მკვდრად არ უნდა გაასაღოთ და საკუთარ ერს ცოცხალი მოქალაქე მკვდრად არ უნდა გამოატირებინოთ.

Facebook Comments
x

Check Also

საკონსტიტუციო სასამართლოს მეცხრე მოსამართლეც არჩეულია

უზენაესმა სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩია. ის მე-9 მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე წარდგენილი ...