Home » მთავარი » ცხინვალი ახალგორის რაიონში, დე ფაქტო საზღვარზე საბაჟო პუნქტის გახსნას გეგმავს

ცხინვალი ახალგორის რაიონში, დე ფაქტო საზღვარზე საბაჟო პუნქტის გახსნას გეგმავს

ცხინვალი ახალგორის რაიონში, დე ფაქტო საზღვარზე საბაჟო პუნქტის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარემ მურატ ცხოვრებოვმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, საბაჟო ე.წ. გამარტივებული კვეთის პუნქტ “რაზდახანზე” იმუშავებს და ოსურ მხარეს შემომავალი ტვირთების მოცულობისა და ხარისხის კონტროლის შესაძლებლობას მისცემს.

დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ “საქართველოსთან საზღვარზე საბაჟო პუნქტის გახსნის იდეა საქართველოდან შემავალი ტვირთების დეტალური მონიტორინგის შეედეგად წარმოიშვა, რომლებიც დღემდე საერთოდ არ იბეგრებოდა”.

“საბაჟო პუნქტის გახსნის შესაძლებლობა შემომავალი პროდუქციის მოცულობისა და ხარისხის კონტროლის მიზნით განიხილება. ყველა შემომავალი ტვირთი მრავალი წლის განმავლობაში თავისუფალი იყო დაბეგრვისგან. ამჟამად მთელი აუცილებელი დოკუმენტაცია ახალი საბაჟო პუნქტის გასახსნელად სახელმწიფო ორგანოებში გადის შეთანხმებას. საქართველოდან შემავალი ყველა ტვირთი იმავე საბაჟო გადასახადებით დაიბეგრება, რომლითაც პუნქტ “ზემო როკაზე” გამავალი” – განმარტა ცხოვრებოვმა.

ამჟამად “რაზდახანზე” მხოლოდ რუსი მესაზღვრეები დგანან. ახალგორის რაიონის მაცხოვრებლებს უფლება აქვთ, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიიდან ე.წ. გამარტივებული კვეთის პუნქტ “რაზდახანის” გავლით არაუმეტეს 50 კგ ტვირთისა შეიტანონ.

წყარო: accent.com.ge

 

Facebook Comments
x

Check Also

ამ დროისთვის ცესკოში 9 პარტიაა რეგისტრირებული, განხილვაშია – 27

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გრძელდება პოლიტიკური ორგანიზაციების რეგისტრაცია 2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის. ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებების ...