Home » F-vews » „ცხოვრება ერთი დიდი ზღაპარია, გჯეროდეთ, სასწაულები ჩვენს გვერდით ხდება!”

„ცხოვრება ერთი დიდი ზღაპარია, გჯეროდეთ, სასწაულები ჩვენს გვერდით ხდება!”

ჯერ კიდევ წუხელ, ენერგეტიკის სამინისტროში სანტამ დაიდო ბინა,  მუსიკაზეც აცეკვდ და კომპიუტერსაც მიუჯდა. მერე თავიც „გაიშიფრა“ და სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, ასე ყველამ გაიგო, რომ ეს სანტა ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე იყო.

დღეს კი სხვა სანტებთან ერთად თბილისის ქუჩებში გავიდა,  ახალი წლის მოახლოება მიულოცა და საჩუქრებიც დაარიგა.

ეს პირველი შემთხვევა იყო და საკმაოდ დიდი სიურპრიზი საზოგადოებისთვის, მერე სოციალური ქსელით სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

-„როცა პატარა ბიჭი ვიყავი ზღაპრების და სასწაულების მჯეროდა. მერე, ცოტა რომ გავიზარდე, ვიფიქრე, რომ სასწაულები მხოლოდ ზღაპრებში ხდება. ცოტა კიდე რომ გავიზარდე, ჩემი ზღაპრის შექმნა მე თვითონ დავიწყე და ის, რაც მიუღწეველი და ჯადოსნური სასწაული მეგონა, როგორც ვოცნებობდი – ისე ამიხდა. არ დაკარგოთ თქვენი ბავშვური, ზღაპრული სურვილები ! გჯეროდეთ, რომ ცხოვრება ერთი დიდი ზღაპარია, რომელსაც თქვენ თვითონ ქმნით. ახალი წლის ღამით კი, სიზმრებიდან გამოპარული თოვლის პაპა ნაძვის ხესთან დგას და ჩვენს ოცნებებს, სურვილებს ითვლის … გილოცავთ ახალ, ზღაპრულ წელს და გჯეროდეთ, სასწაულები ჩვენს გვერდით ხდება!” – წერს სოციალურ ქსელში კახი კალაძე.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი ჯორჯიის შტატში, ფორტ ბენინგში სტუმრობით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა ფორტ ბენინგის ...