Home » მთავარი » ძალადობებისა და თავდასხმების სერია ჟურნალისტებზე გრძელდება : ნინო ძოწენიძეს სამსახურში მიუვარდნენ. ვინ იქნება შემდეგი?

ძალადობებისა და თავდასხმების სერია ჟურნალისტებზე გრძელდება : ნინო ძოწენიძეს სამსახურში მიუვარდნენ. ვინ იქნება შემდეგი?

დავით ცხვარაძე

ძალადობებისა და თავდასხმების სერია ჟურნალისტზე გრძელდება : ნინო ძოწენიძეს სამსახურში მიუხტნენ. ვინ იქნება შემდეგი?

“კრიტიკული ჟურნალისტები თუ კრიტიკული მედია?” – სწორედ ასე იხსენიებენ ქუთაისის მერიაში მაღალი თანამდებობის პირები სხვადასხვა მედია-გამომცემლობების ჟურნალისტებს, რომლებიც მათი პიარით არ კავდებიან.  ქუთაისში ჟურნალისტებს რომ დევნიან ცნობილია ქუთაისის მერიისთვისაც, თუმცა მერიის მაღალჩინოსანმა ზვიად ჯავახიამ რამდენიმე თვის წინ თავად მიაყენა “მაესტროს” ჟურნალისტს, იმერეთში ახალი ამბების სააგენტო ” ტოპნიუსის” მთავარ რედაქტორს და პროდიუსერს ირაკლი ვაჩიბერაძეს სიტყვიერი შეურაცხოფა.  მაშინ სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია საკუთარ კორესპონდენტზე ძალადობის შესახებაც.  ჯავახიამ სააგენტოს კორესპონდენტი მარიამ პატარაიაც გალანძღა.  მერიის მაღალჩინოსნის მხრიდან  ძალადობის მსხვერპლი  სააგენტო ” ფოსტალიონის” ჟურნალისტიც აღმოჩნდა.  დავით ცხვარაძეს  ზედამხედველობის სამსახურმა გადაღებული ფოტო და აუდიო ვიდეო მასალა ძალის გამოყენებით წააშლევინეს.

სამი დღის წინ კი ჟურნალისტ ნინო ძოწენიძეს სამსახურში, კერძოდ ბიბლიოთეკაში მიუვარდნენ. იყო მუქარაც.  გუშინ გვიან ღამით კი ახალი ამბების საგენტო “ქუთაისი თუდეის” დამფუძნებელს ქუჩაში დახვდნენ, გააჩერეს და სასტიკად სცემეს. დაუზიანეს ავტომობილიც. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ჩივაძის საქმეზე უკვე ცნობილია დამნაშავეც. მომხდართან დაკავშირებით ჟურნალისტ ძოწენიძემ მოახერხა თავდაცვა და მოძალადეს ზურგიდან ფოტო გადაუღო.  ამ დროისთვის ჟურნალისტი ყველა საჭირო მტკიცებულებას აგროვებს, რათა მოძალადეს სასამართლოში უჩივლოს. ქუთაისურ ძალადობების სერიალს გაგრძელებაც აქვს. არჩევნებამდე რამდნეიმე საათით ადრე ყველა ცენტრალური არხის იმერეთის ბიუროს კორესპონდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაუმსხვირეს აპარატურაც. ამაშიც უდიდესი რომლი მერიის მაღალჩინოსნებმა ითამაშეს.

Facebook Comments
x

Check Also

ტალიაშვილის ინიციატივით და კერძო სექტორთან თანამშრომლობით ზღვისუბანში შეჭირვებული ოჯახების მხარდასაჭერი აქცია გრძელდება

თბილისის საკრებულოს ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატის, თამარ ტალიაშვილისა და კერძო სექტორის ერთობლივი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ზღვისუბანში ...