Home » მთავარი » ძალიან მაგარი ამბავი-შუმბას და-ძმები დაიბადნენ!

ძალიან მაგარი ამბავი-შუმბას და-ძმები დაიბადნენ!

თბილისის ზოოპარკი

“და აი, ის დიადი დღეც დადგა, როცა ჩვენი შუმბას და-ძმების დაბადება უნდა გახაროთ!

წყლადიდობის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველად გაგვიჩნდა ლომები!

თეთრი ლომები! 3 ცალი! 3 სიღუნღულე! 3 ბუთხუზა ბოკვერი!

13631403_10154465287074575_7913126166162099502_n 13754553_10154465284979575_2494615706148481181_n

კლეოპატრას მშობიარობა გაურთულდა, კარგა ხანს გვანერვიულა. თანაც, ლომის მშობიარობა ხუმრობა საქმე ხომ არაა – ვერც ბებიაქალს მიახმარებ, ვერც აუხსნი, როდის რა გააკეთოს, ვერც პატარების გამოსაყვანად შეხვალ… მშობიარობა მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა. ბოლოს ჩვენმა ვეტექიმებმა იყოჩაღეს და აგერ – შედეგიც სახეზეა. კლეოპატრაც და ბოკვერებიც კარგად გრძნობენ თავს. დედა მონდომებით იცავს შვილებს. ვოლიერს რომ უახლოვდები, ქუხს და გრგვინავს გალომებული (აფთარი რომ ყოფილიყო, გააფთრებულს დავწერდით). ისინი კიდევ, ციცქნები, დაღოღავენ დედის უკან და პატარა პირებს სასაცილოდ აფჩენენ დამთქნარებისას.

ამჟამად დახურულ ვოლიერში იმყოფებიან. ალბათ რამდენიმე დღეში დედა ბავშვებს გარეთაც გამოიყვანს სასეირნოდ და მერე ყველას გექნებათ მათი მონახულების შესაძლებლობა.

მანამდე კი ამ ფოტოებით დატკბით და გაიზიარეთ ჩვენი სამმაგი სიხარული!”

13895593_10154465286294575_7921786552702365366_n 13900054_10154465286669575_4732598533869629869_n

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“მე შემიძლია ღიად ვთქვა…”

დამოუკიდებელი დეპუტატი, კობა ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება არაერთი პოლიტიკური ძალის პარლამენტში შესვლის ...