Home » მთავარი » ძიძიგური: რჩევას ვეკითხებით არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბევრ ადამიანს

ძიძიგური: რჩევას ვეკითხებით არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბევრ ადამიანს

„კონსერვატორების“ ლიდერი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სერიოზული კოზირია, მაგრამ მმართველი გუნდის მიერ მიღებულ ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელია საქართველოს მთავრობა და მისი მეთაური გიორგი კვირიკაშვილი. ძიძიგური იმასაც ამბობს, რომ რჩევას არა მატრო ბიძინა ივანიშვილს, არამედ სხვა ადამიანებსაც ეკითხებიან და ეს სირცხვილი არ არის.

-„ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ სერიოზული კოზირი. იგი წინასაარჩევნო კამპანიაში მიიღებს აქტიურ და სერიოზულ მონაწილეობას და ეს არის ძალიან კარგი.

რჩევას ჩვენ ვეკითხებით არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ბევრ ადამიანს. საერთოდ, რჩევის კითხვა სირცხვილი არ არის. რაც უფრო მეტ ჭკვიან ადამიანს შეეკითხები იმ საკითხის ირგვლივ, რის გარშემოც გადაწყვეტილება გაქვს მისაღები, გაქვს რამდენიმე ვარიანტი და გინდა, საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო, ეს უკეთესად მოქმედებს შენზე, ვიდრე ცუდად. თუკი პასუხისმგებლობაზეა ლაპარაკი, პასუხისმგებლობა ყველაფერზე ეკისრება მთავრობას, მის მეთაურს და ამ შემთხვევაში, გიორგი კვირიკაშვილს, რომელიც არის ახალგაზრდა და ამბიციური ლიდერი. მას აქვს ძალიან ამბიციური პროექტები და უკვე დაწყებულ პროექტებს რომ დააკვირდეთ, მიხვდებით, რამხელა გაბედულება სჭირდებოდა მის დაწყებას“ – განაცხადა  ძიძიგურმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას სტამბოლში საარჩევნო უბანი არ გაიხსნა. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელი ...