Home » მთავარი » ძლიერი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს ტოლფასია

ძლიერი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს ტოლფასია

„მომავალ სპიკერთა(პრეზენტატორთა) სკოლა 2016“  სულ მალე აიღებს სტარტს.

21 ნოემბერი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა სტეპელებისთვის. 17:00სთ-დან 18:00 სთ-მდე გაიმართება გახსნის ცერემონიალი, რომელიც აკადემიური კუთხით საკმაოდ დატვირთული და სანახაობრივი იქნება. მოწვეული სტუმრებიდან  ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მიხეილ ჩხენკელი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული და მისი მოადგილეები თამარ ზარანდია და მორის შალიკაშვილი, მოწვეული ტრენერი დავით კენჭაძე და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, პროექტის გენერალური სპონსორი კომპანია ექსტრა მითის წარმომადგენელი და სხვა პარტნიორები.

ალბათ, ისედაც ნათელია, რომ მხოლოდ სტუდენტებით და მოხალისეებით დაკომპლექტებული გუნდი მარტო ვერაფერს შეძლებდა,რომ არა კომპანიები და ორგანიზაციები, რომლებიც STEP-ის იდეებს იზიარებენ:

პროექტს რამდენიმე მთავარი პარტნიორი ჰყავს. პირველ რიგში, ბუნებრივია, ეს არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის ბაზაზეც გაიმართება პროექტის ყველა საფეხური. ორგანიზაციას დაარსების დღიდან ფასდაუდებელ მხარდაჭერას უცხადებდა თსუ იურიდიული ფაკულტეტი და არც „მომავალ სპიკერთა (პრეზენტატორთა) სკოლა 2016“ არის გამონაკლისი.

აქვე უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი მთავარი პარტნიორის ღვაწლი AIESEC(აისეკი). ეს არის მსოფლიოს უდიდესი ახალგაზრდული ორგანიზაცია. STEP-ის რჩეული სრულიად  უსასყიდლოდ გაემგზავრება მისთვის სასურველ ერთ -ერთ ქვეყანაში 6-დან 8 კვირამდე AIESEC-ის გაცლითი პროგრამით.საუკეთესო წყვილს საშუალება ექნებათ უსასყიდლოდ მიიღონ მონაწილეობა AIESEC-ს მიერ ორგანიზებულ ფასიან საერთაშორისო კონფერენციაში – “TRAIN THE TRAINERS”,რომელიც საქართველოში 2016 წლის 23 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით ინგლისურ ენაზე გაიმართება.

ზედაზენი – Zedazeni არის კიდევ ერთი კომპანია, რომელიც მხარს უჭერს STEP-ს ახალი პროექტის განხორციელებაში და მისი მთავარი პარტნიორია. ის პროექტის განმავლობაში მონაწილეებს უალკოჰოლო სასმელით, ცივი ჩაი ბაიხოთი მოამარაგებს.

დაბოლოს, ჩვენი გენერალური სპონსორი კომპანია, რომელიც STEP-ს დაარსების დღიდან გულშემატკივრობს,  და რაც მთავარია, ძალებს არ იშურებს ამ გუნდის ინოვაციური იდეების სისრულეში მოყვანისათვის –  „ექსტრამითია“(Extra Meat). კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ექსტრამითი l Extra Meat შედის საქართველოს მასშტაბით კომპანიათა იმ ოთხეულში, რომლებიც საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტს აკმაყოფილებს კვების პროდუქტების წარმოებაში. რაც მეტი, MEAT უკეთესი! –ამ სლოგანით უერთდება „ექსტრამითი“ სტეპის გუნდს.

ძლიერი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს ტოლფასია. აქ ჩამოთვლილი ორგანიზაციები და კომპანიები – თსუ, AIESEC, „ექსტრამითი“, „ზედაზენი“, STEP-ის სხვა 30-მდე პარტნიორთან ერთად სწორად ხედავენ ახალგაზრდების ადგილს ძლიერი სახელმწიფოს ფორმირების საქმეში, რისთვისაც სტეპის გუნდი მათ დიდ მადლობას უხდის.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

„ნატოში გაწევრიანების გზაზე სტრატეგიული მოთმინება და მზადყოფნა უმნიშვნელოვანესია“

„ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელოვნურად დაჩქარება ვერ მოხდება“, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ...