Home » მთავარი » ძლიერმა ქარმა ზარალი მიაყენა ფოთს

ძლიერმა ქარმა ზარალი მიაყენა ფოთს

ძლიერმა ქარმა ფოთში მრავალბინიანი საცხოვრებელი და კერძო სახლების სახურავები დააზიანა.მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და სადენები.

15078694_1289245094464897_6763835851957866210_n 15094326_1289244611131612_7346966479194403724_n

მერიის სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. შექმნილია საგანგებო შტაბი და მობილური ჯგუფები, რომლებიც ქალაქის მთელ პერიმეტრზე საკონტროლო მონიტორინგს აწარმოებენ. ხორციელდება ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება.
ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქის ნაწილს. “ენერგო -პრო ჯორჯიას ” ინფორმაციით, მობილური ჯგუფები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და ქალაქის მთელ ტერიტორიაზე ელექტროენრგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღდგება.
დაზიანებული ინფრასტრუქტურა ადგილზე დაათვალიერა ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
ფოთის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ინფრასტრუქტურული ზარალის დასადგენად სპეციალური კომისია მუშაობს.
მოგიწოდებთ საჭიროების შემთხვევაში დარეკოთ ცხელ ხაზზე 0493 22 12 95.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხს აშშ-ის სენატში თებერვლის მეორე კვირაში განიხილავენ. მსჯელობა სავარაუდოდ ...