Home » მთავარი » “ძმათამკვლელი ომიდან და კანონიერი ხელისუფლების განდევნიდან 25 წელი გავიდა!..”

“ძმათამკვლელი ომიდან და კანონიერი ხელისუფლების განდევნიდან 25 წელი გავიდა!..”

გიორგი თევზაძე

უფლებადამცველი

ოცდახუთი წელი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში 1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო პუტჩი, რომელიც 1992 წლის იანვარში კანონიერი ხელისუფლების განდევნით და საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაციის შეწყვეტით დასრულდა…

სამწუხარო ფაქტია, რომ ორივე მხარეს პირისპირ იარაღით აღმოჩნდნენ ქართველები, რაც საქართველოს ისტორიაში დარჩება შავლაქად, 1992 წლის იანვარს განხორციელებული იქნა სახელმწიფო პუჩი და იარაღის ძალით განდევნილი იქნა საქართველოდან მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობით არჩეული კანონიერი ხელისუფლება და პრეზიდენტი, რის შედეგად ფაქტიურად საქართველოში სამართლებრივად შეწდა ხელისუფლების ლეგიტიმაცია რაც გრძელდება დღემდე,…

იმ პერიოდისათვის შეიქმნა სახელმწიფო საბჭო, რამაც გამოიწვია ქართველი მოსახლეობის მხრიდან სამართლიანი პროტესტი დაიწყო ქუჩებში პროტესტო აქციები და გამოსვლები რასაც სახელმწიფო საბჭოს მხრიდან მოხდა მშვიდობიანი მოქალაქეების მიერ გამართული საპროტესტო აქციების არაერთხელ ბარბაროსულად დაარბევა და ასევე დახვრეტილი იქნა მრავალათასიანი საპროტესტო მშვიდობიანი აქცია თბილისში სადგურის მოედანზე, ამასთანავე მიზანმიმართულად მიმდინარეობდა მაშინდელი „სამართალდამცველი“ უწყებების მხრიდან განსხვავებული აზრისა და პოზიციის მოქალაქეთა დევნა და შევიწროება, უკანონო დაკავევები და სამუშაო ადგილებიდან უსაფუძვლოდ და ყოველგვარი დასაბუთების გარეშე განთავისუფლებები, და ა.შ… როცა ხელისუფლების ლეგიტიმაციის თემაზე ვსაუბრობთ დღევანდელმა ხელისუფლებასაც უნდა გაითვალისწინოს , რომ 1992 წლის შემდეგ საქართველოში ჩატარებული არცერთი არჩევნები და არჩევნების შედეგად მოსული ხელისუფლება სამართლებრივი თვალსაზრისით არ წარმოადგენს ლეგიტიმურს,ამიტომაც ისინი ფაქტობრივ ხელისუფლებას წარმოადგენენ, რადგან საქართველოოს აღმასრულებელი ხელისუფლების და საკანონმდებლო ხელისუფლების ლეგიტიმაცია შეწყდა 1992 წელს კანონიერი ხელისფლების იარაღის ძალით განდევნით, საქართველოში სამართლებრივად რომ აღსდგეს ხელისუფლების ლეგიტიმაცია ამისათვის აუცილებელია დევნილმა უზენაესი საბჭო შეიკრიბოს და დანიშნოს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები, მხოლოდ ეს ფორმალური ქმედებაა საჭიროა იმისათვის, რომ საქართველოში აღსდგეს ხელისუფლების ლეგიტიმაცია რაც არ განხორციელებულა დღემდე, რითაც ასევე აღსდგება საქართველოში 1991 წელს მომქმედი საქართველოს კონსტიტუცია, ხოლო დევნილი უზენაესი საბჭოს მიერ დანიშნული საპარლამენტო არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი შექმნის შესაბამის უფლებამოსილების საპარლამენტო კომისიას რომელიც განახორციელებს არჩევნებამდე მიღებული კანონების თუ გადაწყვეტილებების რევიზიას და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიღებული იქნება გადაწყვეტილებები ასევე არ გადაიხედება 1992 წლიდან სასამართლოების მიღებული გადაწყვეტილებები თუ განაჩენები, და ა.შ.

იმედს გამოვთქვამ, რომ დადგება დრო როცა საქართველოს ხელისუფლება და საზოგადოება მივა ამ გადაწყვეტილებამდე და ქვეყანაში აღსდგება ხელისუფლების ლეგიტიმაცია რაც თავისთავად ხელს შეუწყობს საქართველოს ტერიტორიული მთიანობის აღდგენის პროცესსაც.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თბილისის საკრებულოში კულტურის სტრატეგიასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

თბილისის საკრებულოში გაიმართა შეხვედრა ევროპის კულტურის პარლამენტის თავმჯდომარესთან, კარლ ერიკ ნორმანთან. შეხვედრაში მონაწილებას იღებდნენ თბილისის ...