Home » ექსკლუზივი » “ძმა ხარ? უარი თქვი ოკუპაციაზე!” – გორში აქცია იგეგმება

“ძმა ხარ? უარი თქვი ოკუპაციაზე!” – გორში აქცია იგეგმება

ჩვენვის ცნობილი გახდა, რომ 2 სექტემბერს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის ჯვართან არჩილ ჭყოიძე ბრიფინგს ატარებს სასულიერო პირებთან ერთად. საოკუპაციო ხაზთან აქცია და ბრიფინგი ახლა უკვე არავის უკვირს, მაგრამ ჩვენი დაინტერესება სწორედ ჭყოიძის გვარის ფიგურირებამ გამოიწვია. როგორც საზოგადოებას ახსოვს, ის არც თუ ისე დიდი ხნის წინ რუსეთუმედ იწოდებოდა, თუმცა ბოლო ხანებში მსოფლმხედველობა შიცვალა და ღიად დაუპირისპირდა რუსეთის ოკუპაციას. მასთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ (ინტერვიუ იხ. http://www.geomediatv.ge/%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%97%e1%83%a1%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%ad%e1%83%a7%e1%83%9d%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1/

საზოგადოების ნაწილმა კომენტარებში დაწერა, რომ ჭყოიძე თამაშობს და საჭირო დროს ისევ რუსეთის ინტერესების დამცველად მოგვევლინება. რატომ ატარებს ბრიფინგს 2 სექტემბერს გორის ჯვართან და რა იქნება თემა? ამ კითხვით თავად არჩილ ჭყოიძეს დავუკავშირდით.

-ეს თემა ჯერ არ გამიჟღერებია და ნამდვილად არ ვიცი ვინ მოგაწოდათ ინფორმაცია, მაგრამ დაგიდასტურებთ. 2 სექტემბერს, 12 საათზე მე და სასულიერო პირები ვატარებთ ბრიფინგს-ძმა ხარ? უარი თქვი ოკუპაციაზე!-ეს იქნება ჩვენი გზავნილი რუსებთან. ხომ ამბობს რუსეთი, რომ ჩვენ მისი მართლმადიდებელი ძმები ვართ, ხომ ამბობენ ჩვენთან, რომ ერთმორწმუნე რუსეთი  უფრო ახლოსაა ჩვენთან, ხოდა, თუ მართლა ასე ფიქრობენ, მაშინ უარი თქვან ოკუპაციაზე, გაიწვიონ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება!

-არჩილ, ჩვენ კარგად გვახსოვს თქვენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ და ცოტა არ იყოს  მოკლე ხანში ძნელი დასაჯერებელია ასეთი ცვლილება. ამიტომ გამიჩნდა ეს კითხვა-ხომ არ უკავშირდება ეს ბრიფინგი წინასაარჩევნოდ ქულების დაწერას ან რომელიმე პარტიას რომ არ უკეთებთ ამით მხარდაჭერას?

-ეს არ არის რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერი აქცია. ერეკლე მეორეს საზოგადოება არც არჩევნებში იღებს მონაწილეობას და არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს.  ამიტომ ჩვენ ამას არ ვაკეთებთ  საარჩევნო ქულების დასაწერად. ბრიფინგი მთლიანად აპოლიტიკურია, ამიტომ მოუწოდებთ ნებისმიერ ძალას მოვიდეს და დააფიქსიროს თავისი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთად ვუთხრათ ოკუპაციას არა და მოვითხოვოთ რუსეთისგან გაიწვიოს აფხაზეთის და ოსეთის აღიარება!

-სასულიერო პირები ნამდვილად იქნებიან?

-ჯერ დეტალები ზუსტდება და მეტს ვერაფერს გეტყვით. 2-ში ნახავს საზოგადოება ყველაფერს. ისე, ერთი რამ მინდა გითხრათ თქვენს და საზოგადოებასაც-თუ კარგათ გაიხსენებთ მე და ერეკლე მეორის საზოგადოება ერთადერთი ძალა ვიყავით ვინც აფხაზეთის და ოსეთის ოკუპაციაზე რუსეთში ვლაპარაკობდით. თუმცა ახლა ამის გახსენების დრო არ არის, ახლა მთავარია ამ საკითხის ირგვლივ მაინც გაერთიანდეს საზოგადოება და ყველამ ერთად მოვთხოვოთ რუსეთს უარი თქვას ოკუპაციაზე და გაიწვიოს  ოსეთის და აფხაზეთის აღიარება!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“სრულად მაჟორიტარული სისტემა პარლამენტში  მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს”

“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სრულად ...