Home » მთავარი » წადი სახლში! – ზაზა მჟავია ლანჩხუთის გამგებელს საჯაროდ მიმართავს

წადი სახლში! – ზაზა მჟავია ლანჩხუთის გამგებელს საჯაროდ მიმართავს

პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის წევრი ზაზა მჟავია აცხადებს, რომ ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობას უამინდობამ პრობლემები შეუქმნა. მისი თქმით სოფლებში გზები ტექნიკის უქონლობის გამო არ იწმინდება. მჟავია ლანჩხუთის გამგებელს ზაზა ურუშაძეს საჯაროდ მიმართავს და ხალხის პრობლემებით დაინტერესებას ურჩევს.

-„ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებში ტექნიკის არარსებობის გამო თურმე თოვლისაგან გზებს ვერ წმენდენ, ლანჩხუთის გამგებელს, ზაზა ურუშაძეს მინდა მივმართო: ლანჩხუთის რაიონის სოფელ ღრმაღელეს წყალი და გზა არა აქვს უკვე 25 წელიწადია, სამი წლის წინ თოვლმა სოფელ სუფსის მკვიდრს, ვასილ გოგუაძეს სახლი დაუნგრია და სურათები რომ გადაუღეს კომისიის წევრებმა, იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ამ ადამიანს კომპენსაციას და დახმარებას ჰპირდებით, ასეთ ერთ დაპირებას მეც ვესწრებოდი თქვენს კაბინეტში შარშან ზაფხულში ამ ადამიანთან ერთად, რამდენი სოციალურად გაჭირვებული გყავთ და რამდენი მარტოხელა დედა თუ იცით?

ლანჩხუთს გზა და კვალი რომ არ უვარგა ეგეც  იცი და არაფერს არ აკეთებთ!..

ახლა კი მეგობრულ რჩევას მოგცემ- წადი სახლში! ეგ სავარძელი საქმის მკეთებელ ადამიანს დაუთმე, ლექსების წერა გიყვარს და არცთუ ცუდ ლექსებს წერ და…. და რომ გესტუმრები მერე ბუხართან მე და შენ ერთად მოვაწყოთ პოეზიის საღამოები, იქნება და პოეზიაში მაინც გამოგივიდეს რამე!..”

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა ურუშაძემ “გურიის მოამბესთან” აღნიშნა, რამდენიმე სოფელში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღწევს, რისი გაწმენდაც სპეციალური ტექნიკა, ე.წ მუხლუხებიანი ტრაქტორები ესაჭირეობა.

“ჩვენ დაქირავებული გვყავს მხოლოდ ხუთი ერთეული ტექნიკა, რაც არ არის საკმარისი. დღეს დილით ვესაუბრე სამტრედიის “მექანიზატორს” და დავიქირავეთ ორი მუხლუხებიანი ტრაქტორი, რომლის გარეშეც მაღალმთიან სოფლებში თოვლი არ გაიწმინდება. შესძლოა დავურეკო ზუგდიდსაც და იქედანაც დავიმატო სპეციალური ტექნიკა. მიკროავტობუსები ვერ მოძრაობენ, რადგან შიდა გზები ჯერ არ არის გაწმენდილი. სოფლებამდე მისასვლელი ცენტრალური გზა იწმინდება და იქ მაღალიგამავლობის ტრანსპორტით მოძრაობა შსაძლებელია. დავიმატებთ ახლა ტექნიკას და გაიწმინდება გზებიც ყველა მიმართულებით”-განაცხადა ურუშაძემ.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ქართული ოცნების” რეიტინგი 55-60%-ს შორის არის და არჩევნებამდე კიდევ უფრო გაიზრდება”

ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” რეიტინგი 55-60%-ს შორის არის და არჩევნებამდე კიდევ უფრო გაიზრდება. კობახიძე ...