Home » თქვენი სათქმელი » “წაიღო ტვინი ამ უაზრო დაპირებებმა…არჩევნებზე ხმას მივცემ იმ კანდიდატს, რომელიც…”

“წაიღო ტვინი ამ უაზრო დაპირებებმა…არჩევნებზე ხმას მივცემ იმ კანდიდატს, რომელიც…”

ამირან სალუქვაძე

არჩევნებზე ხმას მივცემ იმ კანდიდატს, რომელიც:
1. დადებს კონკრეტულ გეგმას და გათვლებს, როგორც ალაგმავს აქედან სითი-პარკს, როგორ მოაწყობს პარკინგებს, შეფასებს სითი-პარკის არსებულ კონტრაქტს და მისცემს იურიდიულ მსვლელობას, რატომ ჩაიდო 25 მილიონიანი ჯარიმა. სითი-პარკი აუცილებელი პირობაა
2. ვინც დააფასებს ამომრჩეველს და სადღეგრძელოების ნაცვლად, გამოაქვეყნებს პროგრამას, რომელშიც უნდა იყოს 2018 წლის ბიუბეტის პირობით გათვლა და, რაც მთავარია, ყველა დაპირების ფინანსური გაანგარიშება, რას გააკეთებს, ხარჯთაღრიცხვა, ფინანსების წყაროები და ა.შ.
მაგალითისთვის. გერმანიის ბოლო არჩევნებზე, პარტიებს მინიმუმ 80-100 გვერდიანი პროგრამები ჰქონდათ. ნუ გვერიდწბით, წავიკითხავთ.
ერთი პოსტი დავდე ამ თემაზე. უამრავმა ადამიანმა წაიკითხა, პროგრამა ვერავინ მომაწოდა.
მეც ვეძებ. კომენტარში დამიწერეს, რომ ვაშაძეს აქვს კარგი პროგრამაო. ვნახე პარტიები.ge-ზე, მაგრამ იქაც სურვილები და სადღეგრძელოებია.
ასე რომ…
წაიღო ტვინი ამ უაზრო დაპირებებმა, ამდენი ლარით გავზრდით, იმდენი ლარით გავზრდით, ერთმანეთის შავი პიარი, შხამი, ცრუ აჟიოტაჟი, დაძაბულობა, რა უბედურებაა? ან როგორ შეიძლება სხვადასხვა ქალაქებში სხვადასხვა პენსიებს რომ ჰპირდებით, იცით ამას რა შეიძლება მოჰყვეს? შიდამიგრაციული და საპენსიო ქაოსი.
22 ოქტომბრამდე სადაც აკადემიური მსჯელობა და ანალიზი არ იქნება, ხმაურიან და პოპულისტურ დისკუსიებს არც ვნახავ,
დააფასეთ ამომრჩეველი.
არ იქნება პროგრამები, ხმას არავის მივცემ. აი ასე…

Facebook Comments
x

Check Also

პარლამენტთან კარვები გაიშალა

პარლამენტთან კარვები გაიშალა, ამ დროისთვის გაშლილია 5 კარავი. ადგილზე მიტანილია ბარიერებიც. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ...