Home » მთავარი » “წარმოიდგინეთ ბავშვები, რომლებმაც უშუქობაში, უგზოობაში და საყინულეში უნდა იცხოვრონ!”

“წარმოიდგინეთ ბავშვები, რომლებმაც უშუქობაში, უგზოობაში და საყინულეში უნდა იცხოვრონ!”

შატილს ელექტროენერგია არ მიეწოდება!

მას შემდეგ, რას სააგენტოზე შატილის ამ ეტაპზე ყველაზე დიდი პრობლემა გაშუქდა, თითქმის ორი კვირა გავიდა, სამწუხაროდ, პრობლემა პრობლემად დარჩა და მდგომარეობა კიდევ უფრო  დამძიმდა.

(იხ.ლინკი)

http://www.geomediatv.ge/%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%ac%e1%83%a3%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%9d/

შატილს ელექტროენერგია არ მიეწოდება!

ამ პრობლემაზე დღეს კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას გელა დაიაური და წერს:

-„არ ვიცი, ვისაუბრო, თუ გავჩერდე.. სხვებმაც დაწერეს ამ პრობლემის შესახებ, მაგრამ დუმილიც არ შემიძლია. იმიტომ რომ ეს ტკივილი მარტო საჩემო არაა, საქვეყნოა.იმიტომ რომ იმ კუთხეზეა საუბარი, საიდანაც შემოსული მტერი არ შეხებია საქართველოს. იმიტომ, რომ ეს კუთხე საღვრისპირა რეგიონია და არ შეიძლება ხალხისგან დაიცალოს. (არადა მავანმა და მავანმა, იქნებ ცუდ მეტიჩრობად ჩამომართვას),
შატილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი და კიდევ კარგა ხანი, ვერ მიეშველებიან თურმე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ჰაერი გადაუკეტო.დაახლოებით ასეთი დატვირთვა აქვს ელექტროენეგრიას შატილისთვის და პირიქითა ხევსურეთისთვის. წარმოიდგინეთ ხალხი, რომლებიც ლამფის შუქზე ცხოვრობენ, მალე გზა დაეკეტებათ… წარმოიდგინეთ ბავშვები, რომლებმაც ამ პირობებში, უშუქობაში, უგზოობაში და საყინულეში უნდა იცხოვრონ.

p.s. კარგია “თბილისობა”, “მცხეთობა” და აუცილებელი, მაგრამ ამ ფონზე, სულ არ მაქვს სადღესასწაულო განწყობა. იქნება ჯობდეს, ხელისუფალნო დიდი რესურსები გამოვნახოთ და უცბად მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ელემენტარულ სიკეთეს ნუ მოვაკლებთ პირიქითა ხევსურეთს…“

შატილისთვის ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო არის ჰესი, რომელიც უკვე ერთი თვეა მწყობრიდან გამოსულია. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, მაგრამ “სოფელს მამიდები აღარ ჰყოლია!” მალე გზაც ჩაიკეტება და საზღვრისპირა სოფელი სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდება! აქაურებს თვალი წასვლაზე უჭირავს და კიდევ ერთი სოფელი დაიცლება!  ადგილობრივმა მთავრობამ გამოსავალი იპოვა, ერთთვიანი უშუქობის შემდეგ, სოფელში გენერატორი დადგა და ახლა სოფელმა ცხოვრება 4 საათში უნდა მოასწროს! პრობლემას პრობლემა ემატება, ახლა საწვავის მარაგიც იწურება და ეს 4 საათიც სანატრელი გახდება!

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მეტრეველი კუხიანიძისთვის დეპუტატის უფლება-მოსილების შეჩერაბას ითხოვს

ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქით გავრცელებულ სტატუსს http://www.gmtv.ge/68691-2/ “ლეიბორისტული პარტიის” ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი ეხმიანება და მისთვის ...