Home » მთავარი » წიგნის საახალწლო ფესტივალი იწყება

წიგნის საახალწლო ფესტივალი იწყება

23-25 დეკემბერს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, (გუდიაშვილის ქ. N 7) თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი ოფიციალურად 13:00 საათზე გაიხსნება.

სამი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულებს ფესტივალზე უამრავი სიახლე და სიურპრიზი ელოდებათ. სპეციალურად ფესტივალისთვის, საქართველოში არსებული გამომცემლობების უმრავლესობა უპრეცენდენტო ფასდაკლებით წარადგენს ახალ თუ ძველ გამოცემებს. მოაწყობს ახალი წიგნების წარდგინებებს, შეხვედრებს ავტორებთან, გაიმართება საჯარო ლექციები და ტრადიციულად, გამომცემელთა ასოციაცია გამოავლენს ქართველი ავტორების 2016 წლის ბესტსელერებს. გარდა ამისა, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია ტრადიციულად იზრუნებს პატარა დამთვალიერებლებზე, რომელთაც ელოდებათ განახლებული საბავშვო კუთხე ახალი საახალწლო-გასართობი პროგრამით. თოვლის ბაბუა, ფიფქია, სახეზე ხატვა, თეატრალიზებული წარმოდგენები, შოუ-ვიქტორინა, ხელნაკეთი ნივთების შექმნა და სხვა უამრავი გასართობი ღონისძიება.

23 დეკემბერს, 17:30 საათზე თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი გამართავს იმ წიგნების პრეზენტაციას, რომლებიც ცენტრის მხარდაჭერით ბოლო პერიოდში გამოიცა.

ფესტივალი მიზნად ისახავს საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაციასა და ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას, საქართველოში წიგნიერებისა და განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას და საახალწლოდ, ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისა და ძვირფასი ადამიანებისთვის წიგნის ჩუქების ტრადიციის დამკვიდრებას. აჩუქეთ ახალ წელს წიგნი მეგობარს! შეხვდით ახალ წელს ახალი წიგნებით!

წიგნის საახალწლო ფესტივალი 23-25 დეკმებერს, ყოველდღე 11:00-დან 20:00 საათამდე, გელით ყველას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში!

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

სააღდგომო ლიტურგიას თვალ-ყურს ვადევნებ სახლიდან, ეს ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გეგმავს, სააღდგომო ლიტურგიას ტელევიზორში უყუროს. „მე, როგორც ერთი ცალკე აღებული ქრისტიანი, ...