You are here
წითელუბნის შემდეგ ავლევი-ოკუპანტებმა კიდევ მწყემსი გაიტაცეს მთავარი პოლიტიკა 

წითელუბნის შემდეგ ავლევი-ოკუპანტებმა კიდევ მწყემსი გაიტაცეს

ოკუპანტებმა კიდევ ერთი მწყემსი, ამჯერად ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის მკვიდრი გაიტაცეს. 62 წლის აბელი კოკოლაშვილი საძოვარზე პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს.

ის ცხინვალში წინასწარი დაკავების იზოლატორში ე.წ საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით გადაიყვანეს.

დღეს,ოკუპანტებმა სოფელ წითელუბნის ორი მკვიდრი, ვასილ ბოლოთაევი და თენგიზ კაჯილოვი, სოფლის მიმდებარე საძოვარზე პირუტყვის მომწყემსვის დროს დააკავეს. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს და საზღვრის უკანონო კვეთაში დასდეს ბრალი.

Comments

comments

Related posts