Home » მთავარი » წლების წინ დახურული 25-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა

წლების წინ დახურული 25-ე საბავშვო ბაღი გაიხსნა

ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩაზე  წლების წინ დახურულ №25 საბავშვო ბაგა-ბაღში (ყოფილი რკინიგზის მე-3 ბაღი)  სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი განახლდა. ბაღი გათვლილია 350 აღსაზრდელზე.

ახლადგახსნილი ბაღი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარე  გიორგი ალიბეგაშვილთან,  მერის მოადგილე ნინა ხატისკაცთან და  ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორთან თემურ თორდინავასთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას ესწრებოდა ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია, ასევე, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.

ბაღში 10 სააღმზრდელო ჯგუფი  იფუნქციონირებს და 60-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

4G2A5332 copy

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ირაკლი პეტრიაშვილმა ალბანეთის დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების გაერთიანების კონგრესში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ალბანეთში სპეციალური მიწვევით ...