Home » მთავარი » წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე გახდა

წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე გახდა

სასტუმრო “ჰუალინგში” წლის საუკეთესო სპორტსმენები 9 ნომინაციაში გამოავლინეს. წლის საუკეთესო სპორტსმენი ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში ლაშა ტალახაძე გახდა.

საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ზვიად პატარიძე.

საუკეთესო პარასპორტსმენი კაცის ტიტული ზედიზედ მეორედ რიოს 2016 წლის ზაფხულის პარალიმპიური თამაშების ოქროს პრიზიორს, ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს ერგო.

საუკეთესო პარასპორტსმენი ქალის ტიტული კი პარალიმპიური თამაშების ლიცენზიანტს ეტლით მოფარიკავეს ირმა ხეცურიანს გადაეცა.

საუკეთესო მსაჯის ტიტული  – ედიშერ მაჩაიძეს გადაეცა.

საუკეთესო ეროვნული ფედერაციის  სტატუსი ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას ერგო.

2016 წლის საუკეთესო ეროვნული ნაკრების ტიტული კი კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ერგო

წლის საუკეთესო მენეჯერი – ნიკოლოზ ჯღარკავა – სფფ ვიცე-პრეზიდენტი

საუკეთესო სპორტული მენეჯერი – ნიკოლოზ ჯღარკავა, ფეხბურთის ფედერაცია
წლის აღმოჩენა – ზაზა ნადირაძე
საუკეთესო ლეგიონერი – ზაზა ფაჩულია
სპორტულ მედიცინაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – გიორგი ჭუმბურიძე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო ჯგუფი
საუკეთესო ბიზნეს-კომპანია – სოკარი
რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქართული სპორტის განსაკუთრებული მხარდაჭერისათვის – საქართველოს საელჩოს თანამშრომლები და ელჩი ოთარ ბერძენიშვილი.
საუკეთესო ახალგაზრდული ნაკრები – რაგბის ახალგაზრდული ნაკრები.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“უნდა ვემზადოთ არჩევნებისთვის გაცილებით უფრო სერიოზულად”

„უმრავლესობის დაშლა კატეგორიულად მიუღებელია. პარტიიდან 10-15 კაცის გარიცხვა, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგი იყვნენ, ქვეყანას დააზიანებს“, – ...