Home » მთავარი » წმიდა ასი ათასი ქართველი მოწამის პატივის მისაგებად, მტკვარში ყვავილებს გადაყრიან

წმიდა ასი ათასი ქართველი მოწამის პატივის მისაგებად, მტკვარში ყვავილებს გადაყრიან

13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ტრადიციისამებრ, პატრიარქის კურთხევითა და ახალგაზრდული მოძრაობა “დავითიანნის” ორგანიზებით მოეწყობა საზეიმო მსვლელობა, რომელშიც მრევლი და სასულიერო პირები მიიღებენ მონაწილეობას.

ხვალვე, 17 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მეტეხის ხიდზე პარაკლისს გადაიხდის. მსვლელობის მონაწილეები წამებულთა პატივის მისაგებად, მტკვარში ყვავილებს გადაყრიან.

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს

საოკუპაციო ხაზზე გახშირებული პროვოკაციები კიდევ უფრო ამწვავებს უსაფრთხოების გარემოს და ამძიმებს ისედაც რთულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ...