Home » მთავარი » „წულაიას განმარტებამ აზრი ვერ შემიცვალა, ესაა ტიპიური იპოთეკარი, დეპუტატობას უმიზნებდა საკუთარი კეთილდღეობისთვის“

„წულაიას განმარტებამ აზრი ვერ შემიცვალა, ესაა ტიპიური იპოთეკარი, დეპუტატობას უმიზნებდა საკუთარი კეთილდღეობისთვის“

როგორც უკვე ცნობილია, დიდუბის მე-16 ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ილია წულაიამ ტელეკომპანია „პირველის“ სატელევიზიო გადაცმა „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას მოსაზრება გამოთქვა საპოლიციო გამოსახლების გაუქმების თემაზე, რამაც  საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა, უმეტესად კი უარყოფითი შეფასება დაიმსახურა.

ილია წულაია აღნიშნავს, რომ საპოლიციო გამოსახლების ნორმის დახვეწა აუცილებელია მესაკუთრეთა უფლებების დასაცავად, რათა ზემოთ აღნიშნულ სიტუაციაში მაქსიმალურად იყოს დაცული ბინის მესაკუთრეთა უფლებები.

წულაია განმარტავს, რომ ყველა მესაკუთრისთვის საპოლიციო გამოსახლების აკრძალვა ყველაზე დიდ ზიანს აყენებს საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ბინა ქირით აქვთ გაცემული და მათთვის ეს ერთადერთი შემოსავლის წყაროა.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%ac%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%9d-%e1%83%92%e1%83%90/

დეპუტატობის კანდიდატის ამ განმარტებამ მაინც ვერ შეცვალა აზრი საზოგადოებაში და იმ ადამიანებშიც, რომლებიც უკვე გამოეხმაურნენ წულაიას პირველ განცხადებას.

„პროგრესულ-დემოკრატების“ წევრი ზაზა მჟავია „ქართული ოცნების“ წევრის განმარტებას ეხმიანება და ამბობს, რომ ამ განმარტებაში ის  ვერ ხედავს შინაარსის ცვლილებას, რადგან მისივე თქმით აზრი იგივეა…

-„წულაია აქ განმარტავს, რომ თუ დამქირავებელს ქირის გადახდა არ შეუძლია ან ქირავნობის ვადა გაუვიდა, ამ შემთხვევაში შეიძლება იძულებითი გამოსახლებაო… რა სისულელეა? ქირას თუ ვერ იხდი ისედაც იცი რომ სხვის საკუთრებაში ხარ უკვე უკანონოდ და უნდა გახვიდე, ასევეა მაშინაც კი თუ ქირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრ თანხას ვერ იხდი… კიდე ვიმეორებ, მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ადამიანი დეპუტატობას უმიზნებდა საკუთარი პირადი ინტერესების და კეთილდღეობისთვის, ამას არა აქვს გათავისებული და არც იცის რას ნიშნავს იყო საკანონმდებლო ორგანოს წევრი, დეპუტატი, პარლამენტი რომ ბიზნესკანტორა ჰგონიათ ზოგ-ზოგიერთებს, მაგიტო გვემხობა თავზე ეს ქვეყანა… ესაა ტიპიური იპოთეკარი, უძრავი ქონების ყიდვა გაყიდვის ერთი ჩვეულებრივი მაკლერი და არა მომავალი პოლიტიკოსი….და… პოლიტიკოსებო, თქვენ არა ხართ მინდვრის ნაზი ყვავილები, რომ კრიტიკის ქარცეცხლმა დაგაჭკნოთ, კიდეც მიიღეთ კრიტიკა და გაითვალისწინეთ კიდეც, ჩვენ მოგეცით ლეგიტიმაცია , ჩვენ, ხალხმა… კონსტიტუცია იკითხეთ თვეში ერთხელ თავიდან ბოლომდე!“

ზაზა მჟავიას პირველი გამოხმაურება იხ.ლინკზე

http://www.geomediatv.ge/%e1%83%ac%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a3/

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საქართველო 5 ქვეყანას უპირობოდ უხსნის საზღვრებს

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ცვობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რამდენიმე სახელმწიფოსთან ...