Home » მთავარი » „წულაია ამ განცხადებით უფრო იპოთეკარს ჰგავს“

„წულაია ამ განცხადებით უფრო იპოთეკარს ჰგავს“

   ქართული ოცნების წევრის, დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატის, ილია წულაია განცხადებას, რომ  საპოლიციო გამოსახლების წესის გაუქმება სწორი გადაწყვეტილება არ იყო და მას სავარაუდოდ ახალი მოწვევის პარლამენტი გადახედავს, საზოგადოებაში საკმაოდ მწვავე რეაქცია მოყვა.

წულაიას ამ განცხადებას „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი ზაზა მჟავია ეხმიანება და ამბობს, რომ წულაიაში უფრო იპოთეკარს ხედავს.

-“არ მინდა ვიფიქრო, რომ ხელისუფლების და ძალაუფლების ხიბლში ჩავარდება ზოგიერთი, საკონსტიტუციო უმრავლესობა, ბატონებო, არ ნიშნავს ხელისუფლების უზურპაციას და მონოპოლიას, მე იმედი მაქვს არ მოხდება ეს, თქვენ, მომავალო პარლამენტის წევრებო, ქართულ ოცნებას ვგულისხმობ, ხალხმა მოგცათ ლეგიტიმაცია და მინდა წარმატებები გისურვოთ… გახსოვდეთ, ჩვენ ვართ თქვენი წყარო… გვემსახურეთ და ხალხის თანადგომას იგრძნობთ…

ბატონ წულაიას განცხადება იმის შესახებ რომ იძულებითი გამოსახლება უნდა აღსდგეს, არ ჰგავს პოლიტიკოსის და პარლამენტარის განცხადებას, ეს უფრო იპოთეკარის მიერ გაკეთებულ განაცხადს ჰგავს. ასე, რომ რაც ზემოთ დავწერე, ყველა დეპუტატმა თუ პოლიტიკოსმა გაითვალისწინეთ!”

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“სუხოიზე” დაამარცხა გახარიამ საპარლამენტო ოპოზიცია…

“მემარცხენე ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია პრემიერის პარლამენტში გამოსვლას ეხმიანება და დადებითად აფასებს. -“სუხოიზე” დაამარცხა ...