Home » მთავარი » წულუკიანი: ჩატაევის გათავისუფლება კბილაშვილის მთავრი პროკურორობის დროს მოხდა

წულუკიანი: ჩატაევის გათავისუფლება კბილაშვილის მთავრი პროკურორობის დროს მოხდა

ათათურქის აეროპორტში ტერაქტის ერთ-ერთ ორგანიზატორად ახმედ ჩატაევის სავარაუდო ხელმძღვანელად დასახელების შემდეგ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორრმაცია, რომ გარკვეული პერიოდი ჩატაევი საქართველოში იმალებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წელს რუსეთმა საქართველოს ჩატაევის გადაცემა მოსთხოვა, რომელიც ერთერთი სპეცოპერაციის დროს დააკავეს ქართველმა სამართალდამცველებმა, მაგრამ ოფიციალურმა თბილისმა უარი განაცხადა მის გადაცემაზე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ჩატაევის გათავისუფლება არჩილ კბილაშვილის მთავრი პროკურორობის დროს მოხდა. წულუკიანის თქმით თავად იგი ახმედ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების წინააღმდეგი იყო. მინისტრის თქმით,

„ჯერ კიდევ მაშინ მე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი ამ ადამიანის ციხიდან გამოშვების წინააღმდეგი ვიყავი. ვემხრობოდი, რომ ასეთი პატიმრების გათავისუფლებისას პროკურატურას უფრო მეტი ყუადღება გამოეჩინა, თუმცა იმ დროს პროკურატურა ახალი გათავისუფლებული იყო ადეიშვილის პოლიტიკისა და წნეხისგან, ბატონი არჩილ კბილაშვილის მმართველობის ქვეშ არის ეს მომხდარი“- განაცხადა მინისტრმა.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ჯაჭვლიანმა “ოცნება” დატოვა – ზონდერ ბრიგადის წევრი ვერასოდეს ვიქნები!

ამ წუთიდან ქართული ოცნების წევრი მე არ ვარ, იმ ზონდერ ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ...