You are here
წურბელის ეფექტი – ჰირუდოთერაპიით იკურნება უამრავი დაავადება (ვიდეო) მედიცინა მთავარი 

წურბელის ეფექტი – ჰირუდოთერაპიით იკურნება უამრავი დაავადება (ვიდეო)

მარიამ გელაშვილი

ჰირუდოთერაპევტი, ჰირუდოთერაპიის აკადემიის ხელმძღვანელი

დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ, რომ წურბელა იძლევა სამკურნალო ეფექტს სისხლის გამოშვების ხარჯზე, თუმცა, შემდგომ წურბელის ნერწყვში აღმოაჩინეს განსაკუთრებული ნივთიერება – ჰირუდინი, რომელიც ანელებს სისხლის შედედებას, თავიდან გვაცილებს თრომბების წარმოქმნას, წინააღმდეგობას უწევს ანთებას და ა.შ. უკანასკნელი 50-60 წლის განმავლობაში ჰირუდოთერაპიამ თანამედროვე სამეცნიერო დასაბუთება მიიღო. ამავე დროს მეცნიერებმა გამოავლინეს მთელი რიგი ფერმენტები, რომლებსაც უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვთ.

დღეს უკვე ცნობილია, რომ წურბელის ნერწყვი შეიცავს ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო ასზე მეტ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას, რაც დამერწმუნებით მთელი აფთიაქია. ჰირუდოთერაპიით იკურნება უამრავი დაავადება. ზოგჯერ ისეთიც, რომელთა მედიკამენტოზური მკურნალობაც სახარბიელო შედეგით არ დასრულდა. თავის ტკივილი, ჰიპერტენზია, სტენოკარდია, ენდომეტრიოზი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ართროზები და ართრიტები, პროსტატიტი, გლაუკომა, სიმსუქნე, ღვიძლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობის დარღვევა, კანის დაავადებები (ფსორიაზი, ფერისმჭამელები) და სხვა. ჰირუდოთერაპიის ზემოქმედების კიდევ ერთი ეფექტი არტერიული წნევის დაწევაა. ეს შედეგი გამოწვეულია არა მხოლოდ იმის გამო, რომ წურბელა წოვს სისხლის ნაწილს, არამედ იმის წყალობითაც, რომ წურბელის ნერწყვის აქტიური ნივთიერებები ხსნიან სისხლძარღვთა სპაზმებს.

მნიშნველოვანია ისიც, რომ ეს ჰიპოთენზიური ეფექტი შეიძლება გრძელდებოდეს დღეებისა და თვეების განმავლობაში, ამიტომ წნევის დაწევისათვის სავსებით საკმარისია ჩავატაროთ ჰირუდოთერაპიის პროცედურები კვირაში ერთხელ, შემდგომ კი – უფრო იშვიათად.

მარიამ გელაშვილი

555533725 ან
568824978

მისამართი: ი. ჭავჭავაძის 44

🚩ტვინის შერყევა და წურბელებით მკურნალობა

Gepostet von მარიამ გელაშვილის ჰირუდოთერაპიის აკადემია am Mittwoch, 10. April 2019

Comments

comments

Related posts