Home » მთავარი » ჭადრაკის ქართველი დედოფალი-მაია ჩიბურდანიძე იუბილარია-ვულოცავთ!

ჭადრაკის ქართველი დედოფალი-მაია ჩიბურდანიძე იუბილარია-ვულოცავთ!

ქართველი მოჭადრაკე, რომელმაც ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ ასახელა ქვეყანა და მსოფლიო აალაპარაკა, მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე იუბილარია.

დაიბადა ქუთაისი 1961 წლის 17 იანვარს. ჭადრაკის თამაში 8 წლის ასაკიდან დაიწყო. მისი დებიუტი ბრასოვის ქალთა საერთაშორისო ტურნირზე გაიმართა 1974 წელს, 13 წლის ასაკში. 1976 წელს საბჭოთა კავშირის გოგონათა ჩემპიონატში გაიმარჯვა. 1977 წელს მას საერთაშორის ქალთა გროსმაისტერის ტიტული მიენიჭა.

1978 წელს ჩიბურდანიძემ მოქმედი ჩემპიონის, ნონა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ ითამაშა. ჩიბურდანიძემ მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა ანგარიშით 8½-6½. ჩიბურდანიძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 17 წლის ასაკში და ის ყველაზე ახალგაზრდა ქალი იყო, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა 2011 წლამდე,

ჯილდოები, პრემიები, პრიზები:

  • 2008 – მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1996 – მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1994 – ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1994 – მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1994 – შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1992 – მსოფლიოს ქალთა საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1988 – მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
  • 1987 – საჭადრაკო “ოსკარის” მფლობელი
  • 1986 – საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია
  • 1986 – საჭადრაკო “ოსკარის” მფლობელი
  • 1986 – მსოფლიოს ქალთა XI საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1986 – მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
  • 1985 – საჭადრაკო “ოსკარის” მფლობელი
  • 1984 – საჭადრაკო “ოსკარის” მფლობელი
  • 1984 – მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
  • 1984 – მსოფლიოს ქალთა X საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1981 – მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
  • 1981 – მსოფლიოს ქალთა IX საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1978 – სსრკ სპორტის ოსტატი ვაჟთა შორის
  • 1978 – მსოფლიო ჩემპიონი ქალთა შორის
  • 1978 – მსოფლიოს ქალთა VIII საჭადრაკო ოლიმპიადის ჩემპიონი
  • 1978 – საერთაშორისო ოსტატი ვაჟთა შორის
  • 1974 – სსრკ სპორტის ოსტატი ქალთა შორის
  • 1974 – საერთაშორისო ოსტატი ქალთა შორის

მან უარი განაცხადა  თბილისის ჭადრაკის სასახლეში ვარსკვლავის გახსნაზე.

– მე საერთოდ არ მომწონს ეს იდეა, ვარსკვლავს მიწაზე რა უნდა?! ვარსკვლავები ცაშია… რადგან საქართველო ვაზის ქვეყანაა, შემოვდივარ წინადადებით, რომ ცნობადი სახეების პატივსაცემად, ვარსკვლავის ნაცვლად, ოქროს მტევანი გაიხნას“.

ვულოცავთ ქ-ნ მაიას დაბადების დღეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

გირჩი წლევანდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ პარტიული სიით

ზურა ჯაფარიძე “გირჩი” “შემოდგომაზე ხელისუფლების ცვლილებისთვის მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ...