You are here
„ჭორ-ნიუსი“ ფოთიდან მთავარი ჭორ-ნიუსი 

„ჭორ-ნიუსი“ ფოთიდან

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ დღეს ფოთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია წარუდგინა.

-“ირაკლი არის ახალგაზრდა, ენერგიული კაცი, რომელსაც ბიზნესში, კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვართ, რომ იგი იქნება ისეთივე წარმატებული საქართველოს პარლამენტში და პოლიტიკაში, როგორც ის იყო დღემდე კერძო სექტორში“-განაცხადა პრემიერმა.

მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა, ფოთის ქუჩებიდან  „ჭორ-ნიუსი“ ვრცელდება.

ჭორია თუ სიმართლე?!. ფაქტი ერთია-ფოთელების ნაწილი სწორედ ასე ფიქრობს, სოციალურ ქსელშიც წერს და ერთმანეთშიც ამ თემაზე საუბრობენ.

    ჭორ-ნიუსი ფოთიდან:

-სირცხვილია ბატონო პრემიერო!! სირცხვილი!!!

-ბესელია-კაკულიასაგან ფოთელებს დიდი ხანია არ გვიკვირს არაფელი,მაგრამ…

-ისიც ვიცით ხახუბია-კაკულია-ბესელიას ტანდემს არავინ არ მიცემს ფოთში ხმას და ვერც გაბედავენ გააყალბონ ასეთ დონეზე არჩევნები,
-რა კრიტერიუმით შეარჩია ოცნებამ ხახუბიას კანდიდატურა და რა იციან ჩვენზე მეტი ამ კაცზე იქნებ გაგვიმხილონ??!!!

-ხახუბია გახლდათ გულმხურვალე ნაციონალი, რაც თავისთავად დანაშაული არ არის რა თქმა უნდა, სწორედ მისი ნაციოალებთან დიდი სიახლოვის გამო არ შეეხნენ მას,მაშინ როცა მისი კომპანიონი ლატარია დაიჭირეს.
მაგრამ ოცნებას ხომ ნაციონალური მოძრაობის მტრობა აქვს დაანონსებული და ნეტა არ უქმნით დისკომფორტს,კაცი რომელიც 2012 წლის არჩევნებისას ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდა და ღიად უჭერდა მხარს,მისი მზახალი ,სარიშვილი ნაციონალების სახე და მაჟორიტრი იყო , ხახუბია კი 2012 წლის არჩევნების შედეგის გამოცხადებამდე ოცნების ღია მტერი იყო და ასეთი კაცი კი დღეს „ოცნებას“ უმშვენებს გვერდს???!!!!!!

-დაკარგეთ ფოთი!!!

-ცირკია!!! ცირკი!!!

-ისე დააკვირდით პრემიერმა ხახუბია როგორ წარადგინა?? სულ 2 წინადადებით… ისე საცოდაობაა ხახუბია და კვირიკაშვილი ერთად რომ დგას…

-ოქტომბრამდე არც ისე დიდი დროა-მერე ნახავს „ოცნება“ რა შეცდომა დაუშვა…“

როგორც ყვლგან, ფოთშიც საზოგადოების აზრი გაყოფილია, ზოგს მოსწონს ახალი კანდიდატი და სჯერა მისი, ზოგს არ მოსწონს, ზოგი კი საერთოდ არაფერს ფიქრობს და არც არჩევნებზე მისვლას აპირებს.

 

Comments

comments

Related posts

Leave a Comment