Home » მთავარი » ხათუნა ლაგაზიძემ პირადი დაცვა აიყვანა

ხათუნა ლაგაზიძემ პირადი დაცვა აიყვანა

პოლიტიკური გაერთიანება „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ უკვე ყოფილი წევრი ხათუნა ლაგაზიძე ხელისუფლებას  ოჯახის დაცვას სთხოვს.

როგორც ლაგაზიძემ  2030.news-ს განუცხადა, გრძნობს საფრთხეს პაატა ბურჭულაძის პარტიაში მყოფი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანებისგან, რის გამოც ხელისუფლებას დაცვას სთხოვს.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირები ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის წარმოადგენენ რეალურ საფრთხეს,  თქვენი მეშვეობითაც ვთხოვ ხელისუფლებასუზრუნველყონ ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოება. მე ამ საფრთხეს ვგრძნობდი. მე მჭირდებოდა ერთი დღე, რომ თავდაცვის მინიმალური მექანიზმები შემემუშავებინა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. მათ შემომთავაზეს, რომ გაავრცელებდნენ ვერსიას, თითქოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნა მინდოდა და ამიტომ არ ვარ სიაში. რათა მინიმალური გარანტიები შემექმნა ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, დავთანხმდი ამ ვერსიის გავრცელებას“, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ პირადი დაცვა უკვე აიყვანა.

ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა. „პაატა ბურჭულაძემ გაყიდა არა მხოლოდ ხათუნა ლაგაზიძე, არამედ პარტია, იდეა და საკუთარი ხალხი, საკუთარი ამომრჩეველი,-აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.

წყარო : 2030

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ოკუპირებულმა აფხაზეთმა ჟენევაში ინტერესების დასადგენად პროგრამა დაამტკიცა

ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო  მინისტრთა კაბინეტმა  ჟენევაში აფხაზეთის ინტერესების დასადგენად უწყებათაშორისი მიზნობრივი პროგრამა დაამტკიცა. პროგრამა ოკუპირებული ...