Home » მთავარი » ხათუნა სამნიძე: ნარმანია უნდა გადადგეს, მას ვერ გააგებინეს, რომ არის მერი!

ხათუნა სამნიძე: ნარმანია უნდა გადადგეს, მას ვერ გააგებინეს, რომ არის მერი!

„რესპუბლიკური პარტიისა” და თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”რესპუბლიკელების”  თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ქალაქის მერს კომუნიკაციის პრობლემა აქვს ყველასთან-არასამთავრობოებთან, მოქალაქეებთან და საკრებულოს წევრებთან. მისივე თქმით, ნარმანიას უჭირს საკრებულოში მისვლა და ანგარიშის ჩაბარება. სამნიძე ყურადღებას ამახვილებს მერიის სამსახურის უფროსების დანიშვნაზეც დ ამბობს, რომ სხვადასხვა თანამდებობის პირები ხშირად წარმოადგენენ სპეცსამსახურებს.

-მე ვსაუბრობ, როგორც თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია ”რესპუბლიკელების” თავმჯდომარე. ბოლო დროს მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მოთხოვნისა, არ გვაქვს ინფორმაცია, რა პროცესები მიმდინარეობს საკადრო ცვლილებების თვალსაზრისით მერიაში. აქ დანიშნული სამსახურის უფროსები და სხვადასხვა თანამდებობის პირები ხშირად წარმოადგენენ სპეცსამსახურებს. ხაზს ვუსვამ, რომ ასეთი პროცესები მერიაში სახიფათოა. მერის ბოლოდროინდელი ქმედებები და გუშინ მისი განცხადებები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ის ვერ აცნობიერებს, მან ვერ გაიგო, მას ვერ გააგებინებს, რომ ის არის მერი, ანგარიშვალდებული ამომრჩეველთან. მას სჭირდება მუდმივი კომუნიკაცია. მას პრობლემა აქვს არა მხოლოდ მოქალაქეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციაში, ასევე საკრებულოს წევრებთანაც. მას უჭირს საკრებულოს სხდომაზე მოსვლა და ანგარიშის ჩაბარება.

ფრაქცია ”რესპუბლიკელების” სახელით მოვუწოდებ დავით ნარმანიას, რომ დატოვოს თანამდებობა. ამით ის უზრუნველყოფს იმას, რომ დღეს დედაქალაქში შექმნილი ვითარება განიმუხტება” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

 

 

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

თავდაცვის მინისტრმა ტამიშის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთში, დაბა ტამიშთან გამართული ბრძოლიდან 27 წელი გავიდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ტამიშის ბრძოლის დროს დაღუპული ...