Home » ბლოგი » “ხალხით დაცლილი სოფლის ცქერა ძალზედ ძნელია, მთები გაგვიწყრნენ…”

“ხალხით დაცლილი სოფლის ცქერა ძალზედ ძნელია, მთები გაგვიწყრნენ…”

ლექსით გადმოცემული დიდი პრობლემა და ტკივილი, სამწუხარო, რომ ეს მხოლოდ გუროს ტკივილი აღარ არის და ბევრი სოფელია გამწყრალი!

გაგა გოგოჭური

გუროს – ტკივილი

ახლა ჩემს სოფელს მარტოობა შემოსჩვევია
აღარსად ჩანან ბალღები და სადიაცონი
ხალხით დაცლილი სოფლის ცქერა ძალზედ ძნელია
მთები გაგვიწყრნენ არც ცხორი და აღარც საქონი

არსაით ისმი სიმღერა და ჩონგურის დაკვრა
არც მაძახურა აღარა ჩანს კაიხანია
ბუნება მთაში გუროვლების ქვითკირებს სჭამდა
ჩვენ კი ვიჩემებთ ხევსურებას და გვიხარია

ძნელია თქვა რომ იქაური მყავს წინაპრები
მაშინ შერჩენა სოფლელობის შენი ვალია
როცა ერთხელაც შენს მიწაზე არ ხარ ნამყოფი
სამშობლო კუთხე ხომ ტყუილი საფიცარია

ნანგრევებს ახლა მფარველობს და სჭამს შამბიანი
დიყით ავსილა ეზო-კარი ტიალო მიწავ
ო როგორ ყროლად გამითენდა მე დღე მზიანი
დავბრუნდები და დაგიბრუნებ შენს სახელს ვფიცავ

ქალუნდაურო დაგიჟანგდა ხმალი ქარქაშში
შენი დიდების სადღგრძელო იყოს მარადის
მე ახლა ვზივარ ცოდვით სავსე წყეულ ქალაქში
და ცრემლ მორეულ მონატრებას ეს დრო განკიცხავს

ნაწვეთის წყალო ისევ ისე მბზინვარებ მზისებრ
მხოლოდ შენ შეგრჩა დიდება და წყალობა ღვთისა
ჩევენო სოფელო როგორ შორი გზებიდან გიმზერთ
ჩვენ უსირცხვილო შვილები ვართ წუთისოფლისა

Facebook Comments
x

Check Also

პატრიარქი – არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია

„შემთხვევით არაფერი არ ხდება, არ არის შემთხვევითი ის, რომ საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლის”, – ამის შესახებ ...