Home » მთავარი » “ხალხს მოწონს ადამიანი, რომელიც ხოცავდა წლების მანძილზე ადამიანებს”

“ხალხს მოწონს ადამიანი, რომელიც ხოცავდა წლების მანძილზე ადამიანებს”

 

 

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას “ქართული ოცნების” არასწორი პოლიტიკის მართვის შედეგს უწოდებს და აცხადებს, რომ თავის დროზე მმართველი პარტია ორმაგი თამაშებით ხან “ნაციონალებს” გაურიგდა, ხან “ევროპულ საქართველოს და ხან კეზერაშვილს.

“აი, ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია ის, რომ დღეს მერაბიშვილი სახელმწიფოს დამხობით გვემუქრება. მან თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი ახლა სახლში რომ მივა. მერაბიშვილის დასამხობი არაფერი არ არის ამ ქვეყანაში. ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული განვითარება და ნორმალური არჩევნები. ასეთი ადამიანები ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობონ ხელისუფლებაზე ოცნებას. ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს სამუდამოდ ის, რომ „ვაის გაეყრები, „უის“ შეეყრები. -აცხადებს გოგიჩაიშვილი.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ შანსებს, დამოუკიდებელი დეპუტატი ამბობს, რომ ასეთი შანსები მას შესაძლოა, ჰქონდეს.

“ხალხი დახვდა მას და მოწონთ ადამიანი, რომელიც ხოცავდა წლების განმავლობაში ადამიანებს. გერმანიაშიც არიან ადამიანები, რომლებიც აღმერთებენ ჰიტლერს და ელოდებიან, როდის დაბრუნდება, რომ გააკეთოს კონცლაგერები და დახოცოს ხალხი. ვანო მერაბიშვილი არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში, ძალიან მძიმე ადამიანი,” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დღეს დილას  ციხიდან ახლად გამოსულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას აპირებს. მან საზოგადოებას პირობა მისცა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება  ერთ  წელიწადში დასრულდება და დაიწყება ქვეყანაში  განვითარება.  მერაბიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას მმართველი პარტია ჩამოსცილდება, “მატროსოვის” “კარი ფართოდ გაიხსნება და ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება.

Facebook Comments
x

Check Also

“სავალუტო შავი ბაზრის” წარმოშობა თავიდან უნდა ავიცილოთ

მიხეილ ჯიბუტი ეკონომისტი ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციიის მომსახურება სავალუტო გადამცვლელი პუნქტებსა და ბანკებში, პრინციპში, ტექნიკურად ერთმანეთისაგან ...