Home » მთავარი » ხაჯიმბამ მადლობა გადაუხადა პუტინს და განაცხადა, რომ მის ბედს მხოლოდ ოპოზიცია არ წყვეტს

ხაჯიმბამ მადლობა გადაუხადა პუტინს და განაცხადა, რომ მის ბედს მხოლოდ ოპოზიცია არ წყვეტს

კრემლში ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას შეხვედრა გაიმართა. როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

ხაჯიმბას რუსეთში ვიზიტამდე, აფხაზეთში ოპოზიციურმა პარტიამ “ამცახარამ” დეფაქტო პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვა. ოპოზიციონერები რაულ ხაჯიმბას თანამდებობის დასატოვებლად ვადას 15 დეკემბრამდე აძლევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კი სახალხო კრების გამართავასა და საპროტესტო გამოსვლების დაწყებით იმუქრებიან.

რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრისას ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები სამართლებრივ ჩარჩოს არ გასცდება.

შეხვედრამდე კრმელის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებების დროს იგეგმებოდა 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებული მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხების.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა დათმობოდა რუსეთის მიერ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მექანიზმებს, ასევე რუსულ-აფხაზური ურთიერთობების სამართლებრივი ბაზის გაფართოებას.

ხაჯიმბას განცხადებით პირველ რიგში რეალიზებას გაუკეთებენ იმ პროექტებს, რომლებიც სტრატეგიულ და ეკონომიკურ პარტნიორობას გულისხმობს.მან მადლობა გადაუხადა პუტინს იმ დახმარებისთვის, რაც რუსეთმა აფხაზეთს გაუწია. აქვე ხაჯიმბამ განაცხადა, რომ მის ბედს მხოლოდ ოპოზიცია არ წყვეტს.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“ჩვენი მხარდაჭერით არის არჩეული, თუმცა „ოცნების“ შემადგენელი ნაწილი არ არის…

საქართველოს პარლამენტის წევრმა და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კოკბახიძემ განაცხადა, რომ ...