Home » F-vews » „ხელისუფლებაში უსუსური, სამარცხვინო განცხადებებით და არაკომპეტენტურობით ჯეჯელავა ლიდერობს…“

„ხელისუფლებაში უსუსური, სამარცხვინო განცხადებებით და არაკომპეტენტურობით ჯეჯელავა ლიდერობს…“

ნიკოლოზ მეტრეველი

ტექნიკური უნივერსიტეტის კავკასიის ისტორიის გეოპოლიტიკის და ეკონომიკურ კვლევების ცენტრის დირექტორი

-აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. ჟურნალისტს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, აღნიშნულს ადვოკატები დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, ხოლო იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება მათი სარჩელის დაკმაყოფილება, უფლებადამცველები სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

აღნიშნულ ფაქტში არსებული ბუნდოვანი და საზოგადოებისათვის გაუგებარი გარემოებები, კიდევ უფრო გაამწვავა ჩვენი ქვეყნის ხელისუფალთა უსუსურმა და ვიტყოდი ზოგჯერ სამარცხვინო განცხადებებმა. ამ მხრივ მისთვისაც კი განასკუთრებით დამახასიეთებელი კონფორმიზმით და არაკომპეტენტურობით ვიცე-პრემიერმა ალექსქნდრე ჯეჯელავამ წარმოაჩინა თავი. მომხდარი ფაქტი მრავალ მიზეზთა გამო უაღრესად სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოს როგორც ქართული საზოგადოების ისე ხელისუფლების მხრიდან, თუნდაც იმის გამო, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის, ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის ხელყოფის, რაც თავის მხრივ საფრთხის ქვეშ აყენებს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებს და შესაბამისად რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასაც.

ჩემთვის ეს ფაქტი განსაკუთრბით სამწუხაროა. ყოველთვის მომხრე ვიყავი და დავრჩები ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისა და განვითარების. ხელისუფლება ვალდებულია მოახდინოს გააზრებული, სამართლიანი და ღირსეული რეაგირება. ამ შემთხვევაში კატეგორიულად მიუღებელი იქნება ქართული საზოგადოებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან განცხადებების მოსმენა იმის შესახებ, რომ „მიმდინარეობს გამოძიება“.

ჩვენ კარგად ვიცით, თუ რამდენ ხანს და როგორ მიმდინარეობს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ჩადენილი, ადამიანურობისა და ადამიანის უფლებების სისტემური დანაშაულებების გამოძიება.

Facebook Comments
x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...