Home » მთავარი » “ხელისუფლების ოპონენტთა შვილების დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს…”

“ხელისუფლების ოპონენტთა შვილების დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს…”

სახალხო დამცველის აპარატი ჩართულია ელისო კილაძის შვილის დაპატიმრების საქმის მოკვლევაში და როგორც უჩა ნანუაშვილი აცხადებს, აპირებს მონიტორინგი გაუწიოს ხატია დეკანოიძის შვილის საქმესაც:

“ხელისუფლების ოპონენტთა შვილების დაკავებასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს, დაზიანებები, რომელიც ხარშილაძეს აღენიშნება სხეულზე, იძლევა საფუძველს, რომ გამოძიება ჩატარდეს პროკურატურის მხრიდან, მოხდა თუ არა ძალის გადამეტება დაკავების დროს და რისგან წარმოიშვა ეს დაზიანებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მოახდინოს რეაგირება. ჩვენ გუშინ უკვე მივმართეთ შესაბამისი წერილით, რეკომენდაციით, რომ დაიწყოს კონკრეტული პოლიციელების მიმართ დისციპლინური წარმოება“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

Facebook Comments
x

Check Also

რიტორიკა ფასების ზრდის პარალელურად გაუფასურდა…

რატი აბულაძე ეკონომიკის დოქტორი ქართული ეკონომიკური ლანდშაფტის ფიქსირებული სიდიდეები გახდა: ინფლაცია და უმუშევრობა. ინფლაცია ასახავს ...