Home » მთავარი » „ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის“

„ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის“

2017 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტი გამოაქვეყნებს პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირების გეგმას „ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის“, რომლის შესრულება გაუადვილებს მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებს პარლამენტის ტერიტორიაზე გადაადგილებას.

გეგმის წარდგენას დაესწრებიან პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ასოციაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებას გახსნიან: ირაკლი კობახიძე – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირინე ფრუიძე – ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, დოროტა დლოუხი-სულიგა – საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ხელმძღვანელი, შომბი შარპი – გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში, და გიორგი კლდიაშვილი – ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორი.

საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობის ადაპტირების გეგმა „ხელმისაწვდომი პარლამენტი ყველასათვის“ შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან „მარიანი“ ერთად. ინიციატივის მხარდამჭერები არიან ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან (IDFI) თანამშრომლობით.

ხელმისაწვდომი პარლამენტის გეგმის წარდგენა ემთხვევა საპარლამენტო ღიაობის წლევანდელ მსოფლიო კვირეულს, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში 20-30 ნოემბერს მიმდინარეობს.

 

Facebook Comments
x

Check Also

ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა ვაჟა ექიმის გასათავისუფლებლად

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალური მდივანისა და დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ქართული მხარე ...