Home » მთავარი » „ხელოვნური ფანტანი“ და ისევ დატბორილი ქუჩები – მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს

„ხელოვნური ფანტანი“ და ისევ დატბორილი ქუჩები – მოსახლეობა პრობლემის მოგვარებას ითხოვს

დავით ცხვარაძე

ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩაზე რომ პრობლემებია, ეს ცნობილია ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის ჩინოვნიკ დავით აბუთიძისთვის. აღნიშნულ ქუჩაზე „ გზის საფარი იგება, მაგრამ არაპროფესიონალთა გუნდმა ტრადიციას არ უღალატა და წყლის მთავარი მაგისტრალი როგორც ადრე, ისევ ისე  დააზიანა.

დაგუბებული წყალი კი კორპუსებში ჩაედინება, მოსახლეობა შველას და პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებას ითხოვს.

ეს ის  ქუჩაა, სადაც ვაკისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელობით გზის საფარი დაიგო, თუმცა ადგილზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა დაავიწყდათ, დღეს კი ქუჩაში ნაწრეტი წყალი ისევ მოსახლეობას აზარალებს. აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა აბუთიძემ განაცხადა, რომ პრობლემა მისთვის ცნობილია და მის აღმოსაფხვრელად ყველაფერს გააკეთებს, თუმცა მას შემდეგ სამ თვეზე მეტი გავიდა, ოღონდ პრობლემა კი არ აღმოიფხვრა, დღეს უფრო გამწვავდა.

ფოტოები ადგილიდან

Facebook Comments
x

Check Also

“ფრთხილად რძესთან! ფრთხილად ყველთან, მეგობრებო! ამჯერად მხოლოდ ეს იყოს…”

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე -15 წელია , ზუსტად 15 წელია ვმუშაობ ქართული ყველის ისტორიის კვლევაზე , სახეობების ...