Home » მთავარი » ხელს გვიშლიან! ოსორაულის საქმეზე თუ რამე გაფუჭდება ბარამიძის, ონიანის და ოქრუაშვილის ბრალი იქნება!

ხელს გვიშლიან! ოსორაულის საქმეზე თუ რამე გაფუჭდება ბარამიძის, ონიანის და ოქრუაშვილის ბრალი იქნება!

დავით ნემსაძე

სამხედრო ბლოგერი, შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი , არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა სახლის” სამხედრო მიმართულებათა საკითხების განყოფილების უფროსი

პოლკოვნიკ ოსორაულის საქმეზე არის წინსვლა ამ საქმის გაფუჭებას ბარამიძე, ონიანი და ოქრუაშვილი ცდილობს სწორრედ მათ არ აწყობთ სოსოს მშვიდობით დაბრუნება სამშობლოში.

ოსორაულის საქმეზე რეზონანსი ქალბატონ ლალი მაროშკინას დამსახურებაა, უღრმესი მადლობა ლალის ამის გამო. მიხაია რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლკოვნიკის გადარჩენის საქმეში ჩათო თადარიგში მყოფი გენერალიტეტი, მათი გამოცდილება საოცრად მნიშვნელოვანია ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება გენერალ ლეიტანანტი დავით თევზაძის მიმათ, ის ჩემი ავტორიტეტია. არიან ადამიანები როლებიც ჩრდილში დგომას ამჯობინებენ და მათი წვლილი პოლკოვნიკ ოსორაულის გადარჩენის მცდელობის საქმეში ფასდაუდებელია.

გაგანდობთ იმასაც, რომ უკვე არის გარკვეული შედეგი, საქმის ინტეესებიდან გამოდინარე ახლა ყველაფრის თქმა არ შემიძლია. ჩრდილში მდგომნი აკეთებენ ძალიან ბევრს და არ სძინავთ 24 საათი, მადლობა უფალს,0 რომ ჩვენს დროში ასეთი უანგარო ადამიანები არსებობენ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნნის გარეთ, მოვა დორო და მე მათ ღვაწლს ყველას გავაცნობ.

ახლა მთავარი ამოცანა არის ის რომ პოლკოვნიკი სოსო ოსორაული ცოცხალი ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ასევე მოხარული ვარ, რომ სახელისუფლებო დეპუტაცია გააქტიურდა სოსო საკითხთან მიმართებაში, თუმცა კონგოში უნდა ჩაფრინდეს ის, ვინც საქმეს იცნობს, ვისაც იქ ელოდებიან, ვისაც აქვს კონტაქტები და შეუძლია საქმეზე შედეგის დადება ასეთები კი თითზე ჩამოსათვლელები არიან და ისიც სამოქალაქო სექტორში. სოლიდაობას უცხადებ საგაეო საქმეთა სამინისტროს თუნდაც იმიტომ, რომ ბარამიძე-ონიანის მიერ აშკარა იყო სიტუაციის პოლიტიზიების მცდელობა, თუ ეს მართებული პროცესი ისევ ჩიხში შევა, ეს იქნება ნაციონალების დიდი ,,დამსახურება“ რომელსაც მათ არავინ აპატიებს.

როგორც ვატყობ ე.წ. პოლიტიკური წრეებისთვის პოლკოვნიკ სოსო ოსორაულის საქმე კარგად შეკმაზული პოლიტიკური პროდუქტია, ირაკლი ოქრუაშვილმაც კი მოინდომა მისი მიფერფლილი ავტორიტეტის რეიკარნაცია და ხან იარაღს ჰყიდის და ხან თავდაყირა დგება ვითომ ოსორაულის დასახმარებლად, სინამდვილეში ხელისუფლების ლანძღვის მოტივად იყენებს სიტუაციას.

მინდა ვუთხრა მას რაც ბარამიძეს – ონიანს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან დავმართეთ ის მონაგონი იქნება. ირაკლი ოქრუაშვილი იყო სწორედ, ვინც პოლკოვნიკ სოსო ოსორრაულს კოდორის ხეობაში სოფელი ჩხალთის დაბომბვის ბრძანება მისცა.  ,,დაადუღეთ იქაობა“ – აი, ასე გაჰკიოდა დიაცივით.

სოსო ქართველი კაცია და ქართული სოფლები არ დაბომბა მან უკანონო ბრძანება არ შეასრულა, ამის გამო სენაკის კომენდატურაში კაცი გააწამეს, ღამეებს ათენებიებდნენ დაკითხვებზე და მოღალატეს ეძახდნენ. ახლა ოქროაშვილი პისტოლეტს ჰყიდის რომ ტყვეობაში ჩავარდნილ მის მიერ გაწამებულ კაცს დაეხმაროს? თუ ცოდვებს ინანიებს არ ვიცი, მაგრამ მე ირაკლი ოქროაშვილის გულწრფელობის ზუსტად ისე მწამს, როგორც უცხვირპირო ბარამიძე-ონიანის, როცა კაცი სინდისს გაყიდი, ამის მერე იარაღი გინდ გაგიყიდია და გინდ არა. მომაკვდინებლ დაშვებულ ცოდვას ამით ვერ გამოისყიდი.

ოსორაულის საქმეზე არის წინსვლა ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და აქ თუ რამე გაფუჭდება ბარამიძის, ონიანის და ოქრუაშვილის ბრალი იქნება მხოლოდ! ასეთ საქმეებს პოლიტიკური კრუნჩხვები არ უხდება და ახლა არ ავხსნი რატომ.

მოვუწოდებ ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს და ზოგადად მოსახლეობას უარგუმენტაციოდ ნუ აზვირთდებიან, ამ საქმეს ახლა სიმშვიდე უნდა, თორემ მუშტის ქნევა არ გვეშლება ჩვენ…

Facebook Comments
x

Check Also

თავდაცვის სამინისტრო აუდიტის დასკვნას ეხმაურება

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ...