Home » მთავარი » ხვალ ავტომობილები სახლში დატოვეთ!-შევუერთდეთ მსოფლიო აქციას!

ხვალ ავტომობილები სახლში დატოვეთ!-შევუერთდეთ მსოფლიო აქციას!

თბილისში 22 სექტემბერს დაგეგმილი აქციის – “მსოფლიო დღე ავტომობილის გარეშე” ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვისაც დედაქალაქში აწუხებს გამონაბოლქვი, ხმაური, საცობები შეუერთდნენ აქციას და ხვალ საკუთარი ავტომობილი სახლში მთელი დღის განმავლობაში დატოვონ.

“მსოფლიო დღეს ავტომობილის გარეშე”, სხვა ქალაქების მსგავსად, 22 სექტემბერს თბილისი პირველად შეუერთდება. აქციის მიზანია, მოქალაქეებმა ერთი დღით დატოვონ საკუთარი ავტომობილები სახლში და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ველოსიპედით, ან, სულაც, ფეხით იარონ, რადგან ყველამ ნახოს, რამდენად უკეთესია ქალაქი ხმაურისა და ავტომობილებიდან გამონაბოლქვის გარეშე.

აქცია სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფის “გული თბილისისთვის” სამოქალაქო ინიციატივაა.
როგორც “კვირას” პრესკლუბში აქციის ინიციატორმა ლევან ცუცქირიძემ დღეს განაცხადა, აქციას განსაკუთრებით სახელმწიფო უწყებები უნდა შეუერთდნენ, რომელთა ავტოპარკი საკმაოდ მასშტაბურია. აქციაში მონაწილეობისკენ, ასევე, იწვევენ პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. „არის გამოხმაურება ცალკეული პოლიტიკოსებისგან ცალკეული საჯარო უწყებების ხელმძღვანელებისგან. მაგრამ მთავარი და რაც ყველაზე მეტად მე მახარებს ეს არის საკმაოდ პოზიტიური და მასშტაბური გამოხმაურება თბილისის მოქალაქეებისგან, რომლებიც ყველაზე მეტად არიან შეწუხებული იმ მდგომარეობით, რაც ქალაქში არსებობს. თუნდაც 15 კილომეტრი რომ არ გაიაროს ავტომობილმა, ის უკვე ზოგავს იმ რაოდენობის გამონაბოლქვს, რომელიც საშიში და მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ეს არის მთავარი“, -განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

მისივე თქმით, აქციას, ასევე, შეუერთდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებიც 22 სექტემბერს ცალკეულ ღონისძიებებს გეგმავენ.

„ასევე, ვიცი, რომ თბილისის მერმაც განაცხადა, რომ ის ავტომობილის გარეშე მივა სამსახურში, მაგრამ მგონია, რომ თბილისის მერია განსაკუთრებით უნდა იყოს ამ მოძრაობის ავანგარდში, არა უკვე არსებული მოძრაობის მიმყოლი. იმედი მაქვს, მომავალ წელს თბილისი ოფიციალურად შეუერთდება ამ დღეს. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ წელს ევროკომისიის ეგიდით წარმოებულ ამ მობილობის კვირაში რეკორდული რაოდენობის ქალაქები მონაწილეობენ, 2400-ზე მეტი ქალაქი მონაწილეობს ევროპის მასშტაბით, თბილისი მათ შორის არ არის,“-განაცხადა ცუცქირიძემ.

მისივე განმარტებით, მსგავსი სამოქალაქო ინიციატივების დროს მთელი ევროპის მასშტაბით იხურება ქუჩები, იკეტება ავტომობილის მოძრაობა და ეწყობა უმარავი საინტერესო ღონისძიება, რასაც თვითონ ქალაქების ხელმძღვანელობა უწევს ორგანიზებას.

„ვიმედოვნებ, რომ თბილისის მერია მომავალ წელს იქნება უფრო მგრძნობიარე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, როგორიც არის გამონაბოლქვი და ეკოლოგიური მდგომარეობა ქალაქში და ზოგადად ქალაქის ნორმალური განვითარების პოლიტიკა,“-აცხადებს ცუქცირიძე.

წყარო: kvira.ge

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“თუკი კიდევ ერთხელ “ქართული ოცნება” ჩააგდებს საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება დიდი დარტყმა

ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების კიდევ ერთხელ ჩაგდება დიდი დარტყმა ...