Home » მთავარი » ხვალ გაიგებთ ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი – გია ვოლსკი

ხვალ გაიგებთ ვინ იქნება ახალი პრემიერ-მინისტრი – გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება ხვალ, პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომების დასრულების შემდეგ გაკეთდება.

„მანამდე ასპროცენტიანი სიზუსტით რომ ვილაპარაკოთ, ამის საფუძველი არ არის. ხვალ იქნება ყველაფერი ცნობილი.

ვისზეც გადავწყვეტთ, რომ იყოს პრემიერ-მინისტრი, ის წარმოადგენს მინისტრთა კაბინეტს. ამიტომ, გადასწრება არც კორექტულია და არც მიზანშეწონილი“, – განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.

მამუკა ბახტაძემ დღეს გაარცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს.

 

Facebook Comments