Home » მთავარი » “ხვალ რომ ნატომ ან სახელი შეიცვალოს, ან დაიშალოს, კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ?”

“ხვალ რომ ნატომ ან სახელი შეიცვალოს, ან დაიშალოს, კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ?”

ამირან სალუქვაძე

ბრიგადის გენერალი

მესმის, რომ სტრატეგიულ დოკუმენტებში ( უსაფრთხოების კონცეფცია, სამხედრო დოქტრინა და უამრავი სხვა) ჩაიწერეს ბლოკები, კავშირები, გაერთიანებები. როგორ შეიძლება კონკრეტული სახელწოდებების ( ნატო, კუხო ან სხვა) ჩაიწერეს კონსტიტუციაში? ხვალ ნატომ რომ გამოაცხადოს, რომ ნატო აღარ გაფართოვდება, ან სახელი შეიცვალოს ან დაიშალოს, კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ?

თუ ნატოში გაწევრიანებამდე ამერიკასთან სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერის საკითხი დადგა, ასეთი ჩანაწერი არ გვზღუდავს? ან ხვალ რომ მთლიანად შეიცვალოს მსოფლიოს უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/ მოდელი, კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ?

საგარეო კურსის, სამხედრო- პოლიტიკური ორიენტაციის დასაფიქცირებლად არსებობს ის დოკუმენტები, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე. ამ დოკუმენტებში, ასევე საფრთხეების შეფასების დოკუმენტში ყველაფერი წერია, მტერიც, მოყვარეც და გემოვნებებიც.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“მთავარის” დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს

ნიკა გვარამია -ჩვენი დამფუძნებელი Giorgi Rurua ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით. აღარაა დრო დაყოვნების! ან ჩვენ ...