Home » მთავარი » ხვალ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება

ხვალ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება

26 ივნისს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობა გაიმართება.

ყრილობის დელეგატები ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართავს პრემიერ-მინისტრი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი და ვიცე-პრემირი, პარტიის გენერალური მდივანი და ცენტრალური შტაბის ხელმძღვანელი კახა კალაძე.

   ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება ახალგაზრდა სოციალისტების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ევინ ინკისი.

ყრილობა, რომელიც ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება, 17:00 საათზე დაიწყება.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

“რა დათმო ივანიშვილმა და რა ოპოზიციამ…”

დავით ნებიერიძე მაშ ასე, შევიტანოთ აუცილებელი განმარტებები ივანიშვილთან მიღწეულ 8 მარტის შეთანხმების დეტალებში: პოლიტიკური ვითარების ...