Home » მთავარი » ხვალ 24 საათის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი იმოქმედებს

ხვალ 24 საათის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი იმოქმედებს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით 21 ოქტომბერს 24 საათის განმავლობაში სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი იმოქმედებს. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს.

“საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, რეგიონული და ცენტრალური ოფისების მეშვეობით მონიტორინგს გაუწევს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარეობის პროცესს.

24 საათის განმავლობაში იმუშავებს აპარატის ცხელი ხაზი 1481, რისი მეშვეობითაც მოქალაქეებს და დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ შეგვატყობინონ სახალხო დამცველის აპარატის მანდატში შემავალი უფლებადარღვევის ფაქტები. საჭიროების შემთხვევაში, სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეძლებენ ადგილზე გასვლას.”-ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხვალ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელი ხაზიც იმოქმედებს.

Facebook Comments
x

Check Also

მიწისქვეშა კომუნიკაციებზე უკანონო დაერთებები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე

თბილისის მერიამ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციებზე უკანონო დაერთებების დადგენის მიზნით ფიზიკური სამუშაოები დაიწყო ...