Home » მთავარი » ხიდაშელი: გამოსავალი არ არსებობს, თუ ამ სისტემას შევინარჩუნებთ!

ხიდაშელი: გამოსავალი არ არსებობს, თუ ამ სისტემას შევინარჩუნებთ!

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სავალდებული სამხედრო სამსახურის გაუქმების მნიშვნელობაზე გაზეთ “კვირის პალიტრასთვის” მიცემულ  ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ სავალდებულო ჯარი ჰგავს ყარაულს, სადაც ჯარისკაცებისგან სამხედრო პერსონები ვერ ყალიბდებოდნენ. თინა ხიდაშელის აზრით, აუცილებელია არსებული სისტემის დაშლა და რეზერვზე გადასვლა.

„ცივილიზებული სამყარო ელემენტარულ საკითხებზე არის შეთანხმებული, მათ შორის იმაზეც, რომ მონობა აკრძალულია. ჯარში სავალდებულო სამსახურში მყოფთა ბედი გარკვეულწილად უტოლდება მონობას. თქვენ რომ სახლში რემონტი ჩაატაროთ, მუშა უნდა დაიქირავოთ და ჯამაგირი გადაუხადოთ. მე, თავდაცვის სამინისტრო რომ რემონტს ვაკეთებ, ჯარისკაცებს უფასოდ ვამუშავებ. ეს არის აბსოლუტურად არათავსებადი ჩემს ზნეობასთან, მორალთან და იმ ყველაფერთან, რითაც დღევანდელ სამყაროში ცივილიზებული ურთიერთობები წესრიგდება. ამიტომაც ამ ტიპის გაწვევის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ბოლო ოთხი თვეა ვმუშაობთ რეზერვის და მობილიზაციის კონცეფციაზე. დღეს სავალდებულო სამსახურის ერთადერთი პლუსია ის, რომ უზრუნველყოფს საზოგადოებას და ჯარს შორის ბმას. ოღონდ ჯარში იძულებით ნამყოფ ყველა ჯარისკაცს შემდეგ ჯარი ეზიზღება, რაც არ უზრუნველყოფს პოზიტივს. პოზიტივს უზრუნველყოფს სწორი სისტემა, რაც რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის მთავარი ამოცანაა. ოთხი თვეა, ამაზე ვლაპარაკობ და ეს არის იმის დასტური, რომ ჩემი გადაწყვეტილება არავისთვის სიურპრიზი არ უნდა ყოფილიყო. ეს თემა მე ძალიან მაწუხებს და მინდა, ფუნდამენტური გარდატეხა შევიტანოთ ამ საკითხში, ჯარი და საზოგადოება დავაახლოვოთ, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ ყველა ადამიანს, რომელმაც ჯარი გამოიარა, ჯარი ეზიზღებოდეს. შესაძლოა, სამი, ოთხი, ათი წლის მერე დავუბრუნდეთ საყოველთაო გაწვევის სისტემას, თუნდაც ზუსტად ისე, როგორც ბალტიისპირეთის ერთი ქვეყანა დაუბრუნდა ახლა, როდესაც ყველაფერი გამართა და გაწვევით მოსულ სამხედრო მოსამსახურეს სთავაზობს იმავეს, რასაც კონტრაქტით მოსამსახურეს. სავალდებულო ჯარი ჰგავს ყარაულს, სადაც ჯარისკაცებისგან სამხედრო პერსონები ვერ ყალიბდებოდნენ. გამოსავალი არ არსებობს, თუ ამ სისტემას შევინარჩუნებთ.

რადგან ვერ მოხერხდა გაწვევის აკრძალვა შეიარაღებულ ძალებში, სხვა ფორმა ჩვენს იურიდიულ სამსახურთან ერთად ვიპოვეთ.

რაც შეეხება ჩემს სიტყვებს, ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღე გადაწყვეტილება-მეთქი, მართლაც უხეშად ჟღერს. როგორც ჩანს, სიცხის გამო ვთქვი ასე“ – აღნიშნა ხიდაშელმა.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

ხმაურია პარლამენტთან

პარლამენტთან “სირცხვილიას” ორგანიზებით აქცია “არ გაბედო ჩააგდო!” მიმდინარეობს. გზა ჯერ გადაკეტილი არ არის, ორგანიზატორების თქმით, ...