Home » მთავარი » ხმალაძე: გაუგებარია რანაირად გაჩნდა გოცირიძის კანდიდატურა?!.

ხმალაძე: გაუგებარია რანაირად გაჩნდა გოცირიძის კანდიდატურა?!.

   იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ევა გოცირიძის კანდიდატურის წარდგენას, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ხმალაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ  გოცირიძე კომისიის მიერ შერჩეულ სამ კანდიდატს შორის არ ყოფილა. ხმალაძე კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრი იყო.

   „მე ყველა კანდიდატისაგან ყველაზე მაღალი შეფასება მივეცი ალექსანდრე ბარამიძეს და მიმაჩნია, რომ ის იქნება ღირსეული მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოში. რაც შეეხება ევა გოცირიძეს, მე რამდენადაც მახსოვს კომისიის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს შორის ევა გოცირიძე საერთოდ არ იყო. ჩემთვის გაუგებარია რანაირად გაჩნდა ეს კანდიდატურა“-განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

საგანგებო რეჟიმის დარღვევისთვის კიდევ 421 ფაქტი გამოვლინდა

 მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. ...