Home » მთავარი » ხმაური, პირველი საჩივრები, პატრული და სამაშველო ბრიგადები საარჩევნო უბნებზე

ხმაური, პირველი საჩივრები, პატრული და სამაშველო ბრიგადები საარჩევნო უბნებზე

  დიდუბის მე-14 უბანზე უკვე რამდენიმე საჩივარია დაწერილი. როგორც  ენმ-ის  დიდუბის მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ნაფეტვარიძე აცხადებს,  დილიდან გაიხსნა ყუთი მე-14 უბანზე.

,,დიდუბის მე-14 უბანზე უკვე 4 საჩივარი გვაქვს დაწერილი. ძალიან ბევრი დარღვევაა. გაიხსნა ყუთი, საკონტროლო ბიულეტინი, რომელიც ჩააგდეს უკან ამოიღეს. პირველი ამომრჩეველის ნაცვლად ვინც მივიდა და ხმა მისცა და ჩააგდო ბიულეტინი სხვა გაატარეს, ჩვენ უკვე დავწერეთ სარჩელები,”- აცხადებს ნაფეტვარიძე.

ხმაური იყო ბათუმში 69-ე ოლქის #1 უბანზე, სადაც პატრულიც კი გამოიძახეს. უბნის თავმჯდომარის, მაია ბლადაძის განცხადებით, ენმ-ს დამკვირვებელი ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს:

“დილით, 8:00 საათზე პროცედურების დაცვით გავხსენით უბანი. “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ფსიქოლოგიური ზეწოლას ახდენდა, ჩხუბით, ყვირილით ცდილობდა საარჩევნო პროცესის შეფერხებას. კომისიის საქმიანობაში ერეოდა და ხელს უშლიდა იმ პროცედურებს, რაც წინ გველოდებოდა. საათნახევარი გრძელდებოდა ეს და ბოლოს ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ამომრჩევლებზეც ახდენდა უკვე გავლენას და გამოვიძახე პოლიცია” – აღნიშნა მაია ბლადაძემ.

საპირისპიროს ამტკიცებს ენმ-ს დამკვირვებელი და ამბობს, რომ ის მხოლოდ იმიტომ გააძევეს უბნიდან,რომ დარღვევებზე მიუთითა.

გარკვეული პრობლემები იყო ზუგდიდის მე-18 საუბნო-საარჩევნო კომისიაზე, რის გამოც უბანი დაგვიანებით გაიხსნა. დამკვირვებლების მტკიცებით, საჩივრის ოქმები გადამალეს. ადგილზე მისულები არიან საოლქო-საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები.

მე-15 საუბნო-საარჩევნო კომიასიაში იმაზე ნაკლები ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე რეგისტრირებული ამომრჩეველი იყო.

დარღვევები დაფიქსირდა ფოთშიც, კერძოდ, მე-8 საარჩევნო უბანი  დაგვიანებით გაიხსნა. საარჩევნო კომისიამ იმ ოთახის გახსნა ვერ მოახერხა, სადაც ბიულეტენები ინახებოდა, რის გამოც სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

ადგილზე ასევე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც. ხმის მიცემის პროცედურა უბანზე 8 წუთის დაგვიანებით დაიწყო. ფოთში ხმას სულ 50 212 ამომრჩეველი აძლევს.

 

 

Facebook Comments

Leave a Reply

x

Check Also

მეტრეველი კუხიანიძისთვის დეპუტატის უფლება-მოსილების შეჩერაბას ითხოვს

ერეკლე კუხიანიძის ფეისბუქით გავრცელებულ სტატუსს http://www.gmtv.ge/68691-2/ “ლეიბორისტული პარტიის” ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი ეხმიანება და მისთვის ...